EV, ელექტრომობილები, Dongfeng, მყარსხეულიანი ბატარეა, ჩინური
Aa
Aa

Dongfeng მყარსხეულიანი ბატარეით აღჭურვილ ელექტრომობილებს 2026 წელს გამოუშვებს

ჩინური ავტომწარმოებელი Dongfeng-ი მალე მყარსხეულიანი ბატარეით აღჭურვილ ელექტრომობილს გამოუშვებს, რომელიც ერთი დამუხტვით, დაახლოებით, 1000კმ-ს გაივლის. 

მყარსხეულიან ბატარეებს ელექტრომობილების ტექნოლოგიის „წმინდა გრაალად“ მოიხსენიებენ, რადგან ის მეტ მანძილს, უფრო სწრაფ დამუხტვასა და გაძლიერებულ უსაფრთხოებას გვთავაზობენ. 

ანალოგიურ ტექნოლოგიაზე უფრო დიდი ისეთი ავტომწარმოებლებიც მუშაობენ, როგორებიც Toyota და BMW არიან, თუმცა, როგორც ჩანს, Dongfeng მათ დაასწრებს, რადგან 2026 წლის სექტემბრისთვის, მყარსხეულიანი ბატარეით აღჭურვილი ავტომობილის გამოშვება ჩინურმა კომპანიამ უკვე დააანონსა. 

თარიღი დაასახელა Toyota-მაც, თუმცა იაპონური კომპანია 2027 წლამდე მომხმარებელს ამ მიმართულებით ვერაფერს ჰპირდება. Car News China-ს ანგარიშის მიხედვით, ახალი ტექნოლოგიის ენერგიის სიმკვრივე 350 ვატ-საათი/კგ იქნება და დამუხტვათა შორის 1000კმ-იან მანძილს შემოგვთავაზებს, რაც შფოთვას ელექტრომობილის ბატარეის პროცენტებზე წარსულის თავისტკივილად აქცევს.

ჯერჯერობით, Dongfeng-ს არ დაუკონკრეტებია, რა დრო დასჭირდება ახალ ბატარეას დამუხტვისთვის, თუმცა წარსულში კომპანიამ წარმოადგინა Mach Super-kV Pure-Electric Platfrom წარმოადგინა, რომელსაც წამში ბატარეისათვის, დაახლოებით, 2.4კმ-ის გასავლელად საკმარისი ენერგიის მიცემა შეუძლია, რაც წუთში 144კმ-ს ნიშნავს და შთამბეჭდავი მაჩვენებელია. 

საინტერესოა ახალი ტექნოლოგიის გამოცდის მეთოდებიც. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ გარღვევაზე პრეტენზიის მქონე კომპანია თავის პროდუქტს მუდმივად ტესტავს. გავრცელებული ცნობებით, ბატარეამ -30°C ტემპერატურაზე გამოცდის შემდეგ „სიცოცხლის“ 72% შეინარჩუნა. ასევე, ჩააბარა თერმული კამერის გამოცდაც, როცა 130°C-ს უპრობლემოდ გაუძლო.

თუ ჩინური კომპანია გეგმას არ გადაუხვევს, არასრულ ერთ წელიწადში ვიხილავთ ბატარეებს, რომლებიც ელექტრომობილების ინდუსტრიას სამუდამოდ შეცვლიან.

მსგავსი სიახლეები