Nissan და Renault ხელახალ გაერთიანებაზე საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ
შესაძლოა, Nissan-მა და Renault-მა დამსხვრეული ურთიერთობები და ალიანსი განაახლონ მას შემდეგ, რაც ლუკა დე მეომ მიმდინარე წლის ივლისში ფრანგული ავტომწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა . იმის გათვალისწინებით, რომ ნისანს ფინანსური პრობლემები აქვს, გასაოცარი არ არის, რომ კომპანია დიდ პარტნიორს ეძებს. 
Nissan-Renault ალიანსის ბოლო დიდი რესტრუქტურიზაცია 2023 წელს მოხდა, როცა რენო ნისანში თავისი წილების 43%-დან 10%-მდე შემცირებას დათანხმდა — ფრანგული კომპანია მიღებული თანხის საკუთარ ზრდაში ინვესტირებას გეგმავდა.
ახალი CEO-ები, ახალი გეგმები
მიუხედავად შორს მიმავალი გეგმებისა, Nissan-ის აქციების ფასის ვარდნამ გამოიწვია ის, რომ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დე მეო ელოდა.
Financial Times-ის ცნობით, რენოს ახალმა ხელმძღვანელი, ფრანსუა პროვო, არსებული ალიანსების გაძლიერების იდეითაა შეპყრობილი და თვლის, რომ Renault-ის მასშტაბისთვის დიდ პარტნიორობებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სპიკერმა დაადასტურა, რომ პროვო ნისანის ახალ ბოსთან, ივან ესპინოზასთან აქტიურ კონტაქტზეა და ცდილობს, ავტომწარმოებელი კომპანიების ურთიერთობა აღადგინოს.
„ნისანთან გატარებულმა 20-მა წელმა გვასწავლა, რომ ჩვენ არამხოლოდ პარტნიორობების მიღწევის, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, მათი საჩვენოდ გამოყენების უნარიც გვაქვს. ეს არის მიდგომა, რომლითაც მასშტაბს განვიხილავთ", — განაცხადა პარიზში გამართულ შეხვედრაზე პროვომ.
იქნება თუ არა სხვა ალიანსები?
კომპანიის ერთ-ერთმა ინსაიდერმა პროვოს „პარტნიორობის კაცი“ უწოდა. სხვა წყარომ დაადასტურა, რომ იაპონურ და ფრანგულ კომპანიებს შორის არაერთი პროექტი განიხილება, ნისანს კი ერთობლივი მოდელების წარმოება განსაკუთრებით სურს. 
ივან ესპინოზას, რომელიც Nissan-ის პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად აპრილში დაინიშნა, კომპანიის ფინანსების დარეგულირება დაევალა — პარტნიორობებს ისიც ხელგაშლილი შეხვდება.
ცოტა ხნის წინ, მან დაადასტურა, რომ Nissan მოლაპარაკებებს Honda-სთან აწარმოებს, რათა იაპონურმა გიგანტებმა ახალი მოდელები აშშ-ში ერთობლივად აწარმოონ.