ჰიბრიდი, გამონაბოლქვი, ელექტრომობილები, შიგა წვის ძრავა
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქვეყანა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

ინდოეთის უზენაესი სასამართლო პრემიუმ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას განიხილავს, რათა ქვეყანამ ელექტრომობილებზე გადასვლის ტემპი დააჩქაროს. რეალურად, EV-ების რაოდენობა ქვეყანაზე მოსალოდნელზე ნელი ტემპით იზრდება, მოსამართლეები კი თვლიან, რომ პრობლემის გარკვეულწილად მოგვარება საწყის ეტაპზე მხოლოდ მაღალი კლასის მოდელებზე ზეწოლითაც შესაძლებელია. ეს ნაბიჯი კი, გავლენას ყველა ტიპის ავტომობილის მფლობელზე არ იქონიებს.

შესაბამისად, საწყის ეტაპზე შეზღუდვები მდიდრულ ICE-ებს, ჰიბრიდებსა და პლაგ-ინ ჰიბრიდებს შეეხებათ. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ეს იქნება "სატესტო გაშვება", რის შემდეგაც საწყის ზემოქმედებას დააკვირდებიან. თუმცა რეალურად, პრემიუმ სეგმენტში შესყიდვების 12% უკვე ელექტრომობილებზე მოდის, მასობრივ ბაზარზე კი, ეს მაჩვენებელი 2-3%-მდე ეცემა.

ინიციატივას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ამტკიცებენ რომ ეს შეზღუდვები კონკრეტულ შედეგებს ვერ გამოიღებს. მათივე თქმით, მდიდრული ავტომობილები ინდოეთის ბაზრის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, შედეგად, ამ აკრძალვის ზემოქმედებაც უმნიშვნელო იქნება. ასევე ბევრი ამბობს, რომ გაცილებით უფრო დიდ პრობლემას ინდოეთისთვის ძველი, მაღალი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები წარმოადგენენ, რომლებიც კვლავ გზებზე გადაადგილდებიან.

ამ ეტაპისთვის, მოთხოვნას მხოლოდ შეთავაზების სახე აქვს, შემდგომი მოსმენა კი დეკემბერში ჩაინიშნა. სხდომაზე ქვეყნის ელექტრომობილების ეროვნულ გეგმა უნდა გადაიხედოს. გადაწყვეტილება მხოლოდ შესაბამისი განხილვების შემდეგ იქნება მიღებული.

 

მსგავსი სიახლეები