ჯეიმს მეის 911 უიშვიათეს საიდუმლოს მალავს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ
ჯეიმს მეის, Top Gear-ში თავისი თანაწამყვანი, ჯერემი კლარკსონი Porsche 911-ების მიმართ სიყვარულის გამო ხშირად “დასცინოდა” ხოლმე. ამის მიუხედავად, მეის თავის 911-ზე უარი მაინც არასდროს უთქვამს. თუმცა როგორც ჩანს 10 წლის შემდეგ თავის სუპერქართან გამომშვიდობება მაინც მოუხდა და რა თქმა უნდა, კლარკსონის ხუმრობების გამო არა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეის ავტომობილის დათმობა მოუწია, საკმარისი ადგილის არ არსებობაა. როგორც თავად განმარტავს, მას ძალიან ბევრი ავტომობილი დაუგროვდა და მათ დატევას უბრალოდ ვეღარ ახერხებს:
„ეს 911 სრულიად ახალი შევიძინე და მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი თითოეული კილომეტრი მიყვარდა. თუმცა ძალიან ბევრი მანქანა მყავს და საკმარისი ადგილი არ მაქვს - რაც საკმაოდ ხშირი პრობლემაა, როცა მანქანები გიყვარს. ეს 911 ნამდვილად მშვენიერი რამაა: საკმარისად სწრაფი, ლამაზად დაბალანსებული და იმ მშვენიერი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, რომელიც გახსენებს, თუ რატომ ქმნის Porsche სწორად მოდელებს. იმედი მაქვს, შემდეგი მეპატრონეც ისე შეიყვარებს მას, როგორც მე“, - ჯეიმს მეი.

ეს 997.2 Carrera S არა მხოლოდ უნაკლო ნიმუშია, რომლის შეძენასაც შეძლებთ, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გარბენის მქონე Porsche-ცაა. ჯეიმს მეი ამ მოდელის ერთადერთი მესაკუთრე იყო და მის ხელში, მოდელმა სულ რაღაც 50 000 კილომეტრი დაფარა. ავტომობილის სპეციფიკაციებიც განსაკუთრებულია, მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ატმოსფერულ 3.8-ლიტრიან 6-ცილინდრიან ძრავასთანაა დაწყვილებული და სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე გადასცემს, ასევე 19-ინჩიანი Carrera Classic-ის დისკები.

ჯეიმს მეის Porsche, Carrera White-ის ფერშია მორთული, ტყავის სალონითა და რამდენიმე ტექნოლოგიური ფუნქციით - მათ შორის PCM 3.0-ის გაფართოებული ნავიგაციის მოდულით, უნივერსალური აუდიო ინტერფეისით და BOSE-ს ხმის სისტემით. 2010 წლის 997.2 Carrera S-ის 3.8-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 380 ცხენის ძალას და 420 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 100-მდე 4.5 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 300 კმ/სთ-ზე აღწევს.

ჯეიმს მეის კოლექციიდან აუქციონზე გამოტანილ მოდელს სერვისის სრული ისტორია, ორიგინალი მანუალი და ორივე გასაღები მოჰყვება. ავტომობილი Collecting Cars-ის ონლაინ პლატფორმაზე იქნება განთავსებული, სადაც 25 ნოემბრამდე ფსონის გაკეთება ყველას შეეძლება.