ჯერემი კლარკსონი, გამძლეობის ტესტი, ტოიოტა, ტოპ გირი, ტოიოტა ჰაილუქსი
Aa
Aa

ჯერემი კლარკსონმა Toyota Hilux-ს ჯოჯოხეთი გამოატარა და ის მაინც მუშაობდა

Top Gear-ის ლეგენდარულმა წამყვანმა, ჯერემი კლარკსონმა, გადაწყვიტა Toyota Hilux-ის სიძლიერე გამოეცადა, რისთვისაც ცოტა არ იყოს უცნაურ ხერხსაც მიმართა. კლარკსონმა Toyota Hilux-ზე ჯერ სამი მეტრის სიმაღლიდან ფურგონი გადმოაგდო, ესეც არ იკმარა და ბოლოს, ცეცხლიც კი წაუკიდა.

შესაძლოა ეს თქვენთვის ახალიც არ იყოს და კარგად გახსოვდეთ. ეს ტრიუკი Top Gear-ის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური გამძლეობის ტესტის ნაწილი იყო, რომელიც ბევრისთვის საყვარელი შოუს განმავლობაში ოდესმე გადაუღიათ. ამ მძიმე გამოცდის შემდეგ პიკაპების სამყაროს ღირსეული წარმომადგენელი მაინც არ ნებდებოდა.

პიკაპის დაზიანების ყოველი მცდელობა Hilux-ს სრულ განადგურებასთან უფრო აახლოებდა, თუმცა ის კვლავ უკან ბრუნდებოდა - ცეცხლს, წყლის დიდ რაოდენობას და აფეთქებასაც კი უძლებდა. Top Gear-ის გუნდის წევრებს უბრალოდ სურდათ გაეგოთ, რაიმეს მაინც, Hilux-ის საბოლოოდ მოკვლა თუ შეეძლო.

ეს მონაკვეთი გადაცემის 2002 წლის ერთ-ერთი ეპიზოდიდანაა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერემი კლარკსონმა Hilux-ის დასასრულებლად ნამდვილად ყველაფერი გააკეთა. კლარკსონმა მანქანა ზღვაში ჩააგდო და იქ დატოვა, შემდეგ კი ფარდულში მის მსხვრევას შეუდგა. ბოლოს ამწის დახმარებით Hilux-ზე სამი მეტრის სიმაღლიდან ფურგონიც კი დააგდო.

შედეგად, ავტომობილის შასი მთლიანად ჩაიმსხვრა, სახურავი ჩამოინგრა და ავტომობილი ვიზუალურად მნიშვნელოვნად „შეილახა“. მაგრამ როდესაც Top Gear-ის წამყვანმა მანქანას ნამსხვრევები მოაშორა და Hilux-ის ამუშავება სცადა, ის ძალიან მარტივად დაიქოქა, რამაც გადასაღებ მოედანზე ყველა შოკში ჩააგდო.

შემდეგი ნაწილი ხანძარში გამოცდა იყო. ჯერემი კლარკსონმა პიკაპს აალებადი საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლი მალევე საღებავს, სალონსა და ელექტროგაყვანილობას მოედო. თუმცა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, კლარკსონმა Hilux-ი კვლავ უპრობლემოდ დაიქოქა. ავტომობილის ბოლო გამოცდას კი, მეორე ვიდეოში ხედავთ. Top Gear-ის წამყვანებმა გადაწყვიტეს Hilux-ი მაღალსართულიან ნაგებობაზე განეთავსებინათ და ჩამოეშალათ. როგორ გაუმკლავდა Toyota ამ დავალებას შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ და თავადვე შეაფასოთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები