სიჩქარის ბორცვი, ექსპერიმენტი, რეინჯ როვერი, რეინჯ როვერ ევოუქი
Aa
Aa

ეს მხოლოდ Evoque-ს შეუძლია | ძალების დემონსტრირებისთვის Range Rover-მა უზარმაზარი სიჩქარის ბორცვი შექმნა

Range Rover-მა ლონდონის ცენტრში უზარმაზარი სიჩქარის ბორცვი განათავსა და სურდა დაემტკიცებინა, რომ Evoque-ის 4WD სისტემას შეუძლია ის, რასაც ვერც ერთი მისი სხვა კონკურენტი ვერ მოახერხებდა. დაახლოებით შვიდი წლის წინ, Range Rover Evoque-მა საინტერესო ტესტში მიიღო მონაწილეობა, რათა ყველასთვის თავისი მდიდრული SUV-ისა და ავტომობილის სრულადამძრავი სისტემის შესაძლებლობები ეჩვენებინა.

გამოწვევა ასე გამოიყურებოდა: SUV-ს უზარმაზარი სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი უნდა გადაელახა. სიჩქარის ბორცვი კი, ზომით იმდენად დიდი იყო, რომ გარშემო სხვა ავტომობილებს მისთვის გვერდის ავლა უწევდათ. ეს Range Rover-ის ძალიან ჭკვიანური მარკეტინგული ხრიკი იყო, რადგან ისინი ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ Evoque არა მარტო ვიზუალით, შესაძლებლობებითაც ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე SUV იყო.

ვიდეოს დასაწყისში ხედავთ, რომ ლონდონში მგზავრების დიდი ნაწილი შემზღუდველის დანახვით დაბნეულია. მასზე ასვლა მოტოციკლისტმაც კი არ გაბედა და არჩია, უსაფრთხოდ, ბორცვისთვის გვერდი მოევლო. ერთმა მძღოლმაც ასვლა სცადა და შუაში გაიჭედა.

თუმცა შოუს დაწყების შემდეგ, არანაკლებ მათ Range Rover-ის შექმნილი სანახაობა აცვიფრებთ. Range Rover Evoque-ისთვის სიჩქარის ბორცვის გადალახვა წარმოუდგენლად მარტივი დავალება აღმოჩნდა. მცირე ხნით, ავტომობილის რამდენიმე ბორბალს ჰაერში ყოფნა კი მოუხდა, მაგრამ სრულადამძრავი სისტემის საშუალებით, წონასწორობა მალევე დაიბრუნა ხოლო სიმაღლისა და კლირენსის წყალობით, არც კი დაშავებულა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, კომპანიამ ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელა და დიდი გამოხმაურებაც პოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები