ელექტრომობილი, რბოლა, დრაგი, ტესლა, კორვეტი, შევროლეტი კორვეტი სი8, ტესლა მოდელი ესი
Aa
Aa

ეპიკური რბოლა | C8-სა და S Plaid-ს შორის გამარჯვებული ცნობილია

მოემზადეთ ეპიკური ავტომობილების რბოლისთვის, რომელშიც ერთმანეთს C8 Chevy Corvette და Tesla Model S Plaid-ი დაუპირისპირდებიან. ეს დაპირისპირება საბოლოოდ აჩქარებისა და სიმძლავრის რბოლაში გადაიზარდა, გამარჯვებულის ვინაობა კი, სვლის ნათურებმა გადაწყვიტეს.

ორივე მათგანი წარსულში YouTuber Drag Racing-ისა და Car Stuff-ის იუთუბ-გვერდებმა გამოცადეს. მაშინ ავტომობილებმა ტრასა წარმატებით დაფარეს, ხოლო ახლა ისინი ერთმანეთის პირისპირ იბრძვიან.

უნდა ვაღიაროთ, რომ ძლიერი ძრავის წყალობით, C8 Chevy Corvette დღეს ბაზარზე არსებული სპორტქარებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. Corvette პირველად 1950-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, მას შემდეგ კი მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება. რაც შეეხება C8-ს, მისი წარმოება 2020 წელს შუაში განთავსებული ძრავით დაიწყო.

ახლა, C8-მა ტრასაზე Tesla Model S Plaid-ს დაუპირისპირდა, ელექტრომობილს, რომელიც ყველაზე სწრაფი Tesla-ს ტიტულს ატარებს. მოდელი ელექტროძრავაზე მუშაობს და 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რბოლის დაწყებისას, ორივე მოდელი თანაბარი პოზიციით გამოირჩეოდა. მაგრამ თითქმის მაშინვე, როდესაც ბრძოლა დაიწყო, აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა და არ გაგიკვირდებათ თუ რომელი მოდელი იყო ტრასაზე შედარებით უფრო სწრაფი.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ Tesla Model S Plaid 10.63 წამით უფრო სწრაფი იყო, ტრასაზე სვლის ნათურები გამარჯვებულად C8 Corvette-ს ასახელებდნენ. საქმე იმაშია, რომ C8 Corvette-მა ელექტრომობილი აჩქარებით დაჯაბნა.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. რბოლაში, C8-მ გამარჯვება McLaren 570S-თანაც მოიპოვა. ამ შემთხვევაშიც, C8-ს McLaren-თან შედარებით ბევრად უკეთესი აჩქარება ჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები