მბაპე თავის პირველ BMW-ის ემშვიდობება | მადრიდელთა მანქანები გასაყიდად გამოვიდა
სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ სრულად ახალი ელექტრომობილები გადასცა. მათ შორის იყო ესპანური კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავი კილიან მბაპე, რომელმაც 544-ცხენისძალიანი i7 xDrive 60 აირჩია.
თუმცა ეს არც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მადრიდელთა რიგებში მოთამაშე ფრანგს BMW-სგან საჩუქრად ავტომობილი ერგო. იმავე ტრადიციის ფარგლებში, გასულ წელს მბაპემ BMW XM-იც მიიღო - დაახლოებით ის, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ. თუმცა რონალდუსთვის BMW-მ ტოპ-ვერსია, Red Label-ი „გაიმეტა“, მაგრამ ეს კილიანის მოდელს ნამდვილად არ აკნინებს.

მბაპეს XM შესაშური შესაძლებლობებით გამოირჩევა. მოდელი 653 ცხენისძალას გამოიმუშავებს და გამოშვების დროისთვის, მისი ფასი 180 000 ევროს აღწევდა. მადრიდის „რეალის“ ფრანგმა ვარსკვლავმა თავისი პირველი BMW-ით 14 000 კილომეტრზე ოდნავ მეტიც დაფარა, თუმცა რა თქმა უნდა, არა ავტომობილის საჭესთან, რადგან ალბათ გახსოვთ, რომ 26 წლის ფეხბურთელს მართვის მოწმობა კვლავ არ აქვს.
ახლა კი, მბაპე თავის პირველ BMW-ის ემშვიდობება და მას BMW Premium Selection-ის ფარგლებში ჰყიდის, რომელიც მომხმარებელს „რეალ მადრიდის“ ფლოტის მანქანებს სთავაზობს. როგორც ამბობენ, ავტომობილი საკმოოდ კარგი ღირებულებითაც იქნება წარმოდგენილი, თუმცა ეს ფასი მათ ჯერ არ გაუსაჯაროებიათ.

ცნობისთვის, BMW Premium Selection-ი ახლა 57 ავტომობილს აერთიანებს მათ შორისაა i4 eDrive40, რომელიც მადრიდელთა ქალ ფეხბურთელს, იასმინ ასის რიბეიროს ეკუთვნის. მოდელს მხოლოდ 1,600 კილომეტრი აქვს დაფარული, რაც ნიშნავს რომ პრაქტიკულად ახალია. საკმაოდ დაბალი გარბენი აქვს ხესუს ვალიეხოს BMW i5 xDrive40-საც, ხოლო როგორც აღმოჩნდა, გერმანული მოდელი ყველაზე მეტად არდა გიულერს მოეწონა, რომელმაც თავისი BMW i7 xDrive60-ით თითქმის 42 000 კილომეტრი გაიარა.