არაგვის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
დღეიდან, მდინარე არაგვის ხიდზე (თბილისი–სენაკის მიმართულება) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე იმოქმედებს. დაზიანებული სავალი ნაწილის სარემონტო სამუშაოების გამო, ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, 2025 წლის 2 დეკემბრიდან, 10 დღის განმავლობაში, ნაწილობრივ შეიზღუდება.
ცნობისთვის, აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, გადაადგილება დაიშვება ალტერნატიული გზებით. კერძოდ კი, კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით ისარგებლოს.
არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა. ეს უკანასკნელი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის გაეშვება.
მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა. ხიდის სავალი ნაწილი პერიოდულად აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს. სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო, ვერ ხერხდება.