ფეხბურთი, მერსედესი, ლამბორგინი, აუდი, კრიშტიანუ რონალდუ, პირველი მანქანა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ლამინ იამალი პირველი ავტომობილის არჩევისას რონალდუსადმი მიბაძვას არ გეგმავს

კატალონიური კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლამინ იამალი, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და არც მართვის მოწმობა აქვს. ესპანელი ფეხბურთელი არც იმ Cupra-ს ფლობს, რომელიც „ბარსელონას“ მოთამაშეებმა ივნისის დასაწყისში მიიღეს. თუმცა მან დაახლოებით უკვე იცის, რას გააკეთებს, როგორც კი, ავტომობილის მართვის უფლება ლეგალურად ექნება.

ამის შესახებ იამალმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ბევრი ფიქრობდა, რომ თავის პირველ ავტომობილად იამალი რომელიმე ძვირად ღირებულ სუპერქარს აირჩევდა, პირიქით, მისგან საკმაოდ განსხვავებული პასუხებიც კი მოისმინეს.

როგორც „ბარსელონას“ ფეხბურთელმა განმარტა, პირველი ავტომობილის არჩევისას, მის გადაწყვეტილებაზე მთავარ გავლენას მეგობრების რჩევები იქონიებს. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად Audi-სა და Mercedes-ის მოდელებზე ფიქრობს, Cupra-ს შეძენის შესაძლებლობასაც განიხილავს. ეს უკანასკნელი „ბარსელონას“ სპონსორია. თუმცა, როგორც თქვა, სურს ავტომობილების მართვისას „თავისუფლება იგრძნოს“ და ზუსტად იცის, რომ მისი პირველი არჩევანი Lamborghini არ იქნება.

„როდესაც თავად შემეძლება ავტომობილის მართვა, მინდა, რომ თავისუფლება ვიგრძნო. ჩემი მანქანა ისეთი იქნება, რომლითაც ჩემი მეგობრებიც სიამოვნებას მიიღებენ. ეს არც Lamborghini იქნება; კმაყოფილი ვიქნები Audi-თი, Mercedes-ით ან Cupra-თი“, - თქვა იამალმა. 

მისი განცხადების შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ უცხოური გამოცემების ნაწილმა პარალელები სხვა ფეხბურთელებთან გაავლო. მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, რომლებმაც ექსკლუზიური მანქანების შეძენა თავიანთ გატაცებად აქციეს. იბრაჰიმოვიჩს თავის ავტოფარეხში Ferrari Enzos, Daytona SP3 და Monzas SP1 ჰყავს. რაც შეეხება რონალდოს, მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას 40-ზე მეტი მანქანა ჰყავს, მათ შორისაა Bugatti Centodieci, თუმცა ის ამ ავტომობილებს ინვესტიციად უფრო აღიქვამს ვიდრე გატაცებად/.

 

მსგავსი სიახლეები