Mustang-ის მფლობელს ავტომობილი შეძენიდან სულ რაღაც 60 წთ-ში ჩამოართვეს
დიდი ხნის ნანატრი ავტომობილით, სადილეროს დატოვების შემდეგ, რეალობაში დაბრუნებას შესაძლოა დღეები, კვირები ან თვეებიც კი დასჭირდეს. თუმცა ამ კალიფორნიელ მამაკაცს, ამისთვის, სულ რაღაც 60 წუთი დასჭირდა მას შემდეგ, რაც ახალი Ford Mustang-ი შეიძინა.
მიზეზი მარტივია. პირი სამართალდამცველებმა, სადილეროს დატოვებიდან დაახლოებით ერთ საათში, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს. მამაკაცი გზაზე 224 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. უფრო მეტიც, ოფიცრებმა GT-ის მფლობელი მაშინ შენიშნეს, როდესაც მათ საპატრულო დანაყოფს „ჩაუქროლა“. გასაკვირი არაა, რომ ეს საკმარისიც აღმოჩნდა იმისათვის, რომ მფლობელის გამოცდილება თითქმის დაწყებისთანავე დასრულებულიყო.
CHP-ის ინფორმაციით, მძღოლი მაღალი სიჩქარით უვლიდა გვერდს გზებზე მოძრავ სხვა ავტომობილებსაც და საავარიო სიტუაციას ქმნიდა. თუმცა სამართალდამცველებმა მისი შეჩერება მალევე შეძლეს, ისე რომ დამატებითი პრობლემები არ გამოუწვევია. თუმცა ახალ Mustang-თან სადღესასწაულო ფოტოების გადაღების ნაცვლად, მძღოლმა ეს დღე ხელბორკილებით დაასრულა.

ოფიცრების ინფორმაციით, Mustang-ი დაკავებული მამაკაცის საკუთრებაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო, მანამ სანამ მათ არ შეაჩერეს და კანონდარღვევისთვის, Ford-იც არ ჩამოართვეს. მათივე განმარტებით, მსგავსად უგუნური მძღოლები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ გზებზე მოძრავი სხვა მანქანებისთვის და ყველაფერს იზამენ, რათა ისინი გზატკეცილიდან დროულად გაიყვანონ.