სუპერქარები, პარკირება, ფერარი, ბენტლი, ლამბორგინი, იაგუარი ი-თაიფი
Aa
Aa

რატომ მოუწია ლონდონს 100-მდე უცხოელი მილიონერისთვის ავტომობილის ჩამორთმევა?

ლონდონი მდიდარი უცხოელებისთვის მექად იქცა. თუმცა მათი ნაწილი წესებს არ იცავს და თან არც ჯარიმები აშინებთ. ამ ქმედებამ კი, ადგილობრივებში პროტესტი გამოიწვია, რომელთაც სამართალდამცველებს წესრიგის დამყარების მოთხოვნით მიმართეს.

გასულ ზაფხულს, სამართალდამცველების, საავტომობილო დაზღვევის ბიუროსა და საქალაქო საბჭოს ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში, ავტომობილები 60-ზე მეტ პირს ჩამოართვეს. მათი ღირებულება 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს, შესაბამისად $8 მილიონს შეადგენდა. ჩამორთმეულ მანქანებს შორის კი, ისეთი ძვირად ღირებული ბრენდების მოდელები იყო, როგორებიცაა Bentley, Rolls-Royce, Ferrari, Lamborghini და McLaren-ი.

რამდენიმე შემთხვევა მდიდრული სასტუმრო Chancery Rosewood-ის მახლობლად უკანონოდ გაჩერებულ მანქანებს შეეხებოდა. ცნობისთვის, ამ სასტუმროს ფასები 1 280 გირვანქა სტერლინგიდან იწყება და 18 000 გირვანქა სტერლინგამდე ადის. შესაბამისად, ამ სასტუმროში მცხოვრები პირებიც, „ჩვეულებრივი“ მოკვდავნი არ არიან. თუმცა მათ, საპარკინგე წესები დიდად არ ადარდებთ და არც ადგილობრივ რეგულაციებს მიჰყვებიან.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ამ საპარკინგე ადგილიდან რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთში რეგისტრირებული Rolls-Royce გაიყვანეს, რეპრესიები შეეხო Phantom Coupe-საც. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ბუნდოვანია, როგორც ამბობენ, კანონდამრღვევი მძღოლების ავტომობილებს შორის იყო Bentley, Ferrari, Lamborghini, Jaguar E-Type და Mercedes G-Class. მათ ნაწილს საუდის არაბეთის ნომრები ჰქონდა.

სამართალდამცველებს მკაცრი ზომების მიღება მოუწიათ, რადგან დამრღვევი პირები იმდენად მდიდრები არიან, რომ მათი მხოლოდ ჯარიმებით დაშინება უშედეგოა. სწორედ ამიტომ, მათ ძვირად ღირებული ავტომობილების ჩამორთმევა ან სხვა ადგილას გადაყვანა უხდებათ.

როგორც საბჭოში განაცხადეს, Chancery Rosewood-ის სტუმრების მიერ სასტუმროს გარეთ ტროტუარზე უკანონოდ გაჩერებული მანქანების თაობაზე არაერთი მოქალაქის საჩივარი მიიღეს. ადგილობრივი მმართველობის თქმით, არ შეიძლება ეგოისტურად გაჩერებული სუპერქარების გამო მათ მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელი შეეშალოთ. ამიტომ, ნებისმიერი კანონდამრღვევის მიმართ შესაბამის ზომას მიიღებენ, იქნება ეს ტროტუარზე პარკირებული ველოსიპედი, თუ Lamborghini.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები