Mercedes-Maybach GLE-ს ალტერნატივა: Hofele HGLE
Aa
Aa

Mercedes-Maybach GLE-ს ალტერნატივა: Hofele HGLE

Hofele გულშემატკივრებს იმედებს არ უცრუებს!

ვერსიებისა და ძრავების მხრივ Mercedes-Benz GLE-ს მრავალფეროვნება ნამდვილად არ აკლია. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ამჯერად 4 ვერსიაა. თუ არ ჩავთვლით AMG და GLE Coupe ვარიანტებს. თუმცა, Hofele HGLE ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულია.

ტიუნინგ ატელიემ საშუალო ზომის სუვის თავისებური ხედვა წარმოგვიდგინა. ორტონიანი ექსტერიერი, მასიური დისკები და ქრომის დეტალები ამ ავტომობილს Maybach-ის პროდუქტს ამსგავსებს. სინამდვილეში კი ამ ავტომობილს Hofele Ultimate HGLS ჰქვია. წინა მხარეს განსხვავებული ცხაურა მანქანას უნიკალურ სტილს მატებს. 

Ultimate HGLE-ს მთავარი ძლიერი მხარე მისი განახლებული ინტერიერია. სალონი Napa-ს და Alcantara-ს ტყავითაა დაფარული.

საბარგული კი ხისა და ალუმინის კომბინაციაშია. შესაძლოა მაინცდამაინც პრაქტიკული არ იყოს, მაგრამ საინტერესოა.

Maybach GLE ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს და HGLE ამ ეტაპზე მისი საუკეთესო ალტერნატივაა. ფასი ჯერ ცნობილი არ არის. საბაზისო GLE 450 4Matic-ის ღირებულება $77,600-დან იწყება. ეს კონკრეტული ავტომობილი GLE 450-ზეა დაფუძნებული. მისი ფასი დაახლოებით $100,000 უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები