სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი. სამტრედია-გრიგოლეთის 52 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, რაც შეეხება პირველ მონაკვეთს, ის სამშენებლო პროცესშია.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.


წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი