ნახეთ, როგორ გამოიყურება Chevrolet S10, რომელმაც ფარეხში 27 წელი გაატარა
Facebook Marketplace-ზე 1998 Chevrolet S10 გამოჩნდა, რომელსაც, შესაძლოა, ერთ-ერთი უმცირესი გარბენი ჰქონდეს შემორჩენილ მოდელებს შორის.
ავტომობილის შესახებ განაცხადიდან ვიგებთ, რომ 1998 წლის სატვირთო, ფაქტობრივად, შეძენის შემდეგ ფარეხშია დაპარკინგებული და მისი ოდომეტრი მხოლოდ 644 კილომეტრს აჩვენებს — მანძილს სადილეროდან მფლობელის სახლამდე. 
განცხადების ავტორი წერს, რომ მანქანა მისმა სიმამრმა შეიძინა და გეგმავდა, რომ მისი 2.2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავა V8-ით შეეცვალა. ეს არასდროს მომხდარა და, შესაძლოა, ამით მყიდველმა ძალიანაც იხეიროს. გარდა ამისა, ფარეხში შეყვანის შემდეგ, 27 წლის განმავლობაში, S10 არც არავის გაურეცხავს — ერთი შეხედვით, ამდენხნიანი უმოქმედობის შემდეგაც კი, ავტომობილს ჟანგის კვალი არ ეტყობა.
ფოტოებზე ვხედავთ, რომ პიკაპი შესანიშნავად გამოიყურება და სულ მცირე ძალისხმევა, ფაქტობრივად, ახალთახალ მანქანად აქცევს.
სამწუხაროდ, ინტერიერის შესახებ ვერაფერს ვიტყვით, რადგან განცხადებას სალონის მხოლოდ 1 ფოტო ერთვის თან, რომელიც ოდომეტრს აჩვენებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისიც ექსტერიერის მდგომარეობაში იქნება. 

რაც შეეხება ფასს, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილს ძალიან ცოტა აქვს გავლილი და უნაკლო კონდიციაშია, სიურპრიზი არ არის, რომ მფლობელი საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს. ამ მომენტში ოჰაიოში, ეშტაბულაში მდებარე მანქანში 30 000 დოლარია მოთხოვნილი. ეს S10-ისთვის ცოტა არ არის, თუმცა აუცილებლად გამოჩნდება კოლექციონერი, რომელიც ჩათვლის, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ, ასეთ გაიშვიათებულ მოდელში ამ თანხის გადახდა პრობლემა არ არის.
თუ გადაწყვეტთ, ჩაერთოთ ამ ავტომობილისთვის ბრძოლაში, ამის გაკეთებას, როგორც აღინიშნა, Facebook Marketplace-ზე შეძლებთ.