პოლიცია, პოლიცია, მასლქარი, ფორდი, მუსტანგი, ფორდ მუსტანგი ჯითი
Aa
Aa

პოლიციელები მაღალსიჩქარიან დევნებს ამ V8-იანი „მასლქარებით“ ებრძვიან

მძღოლებს, რომელთაც ნიუ-იორკში გადაადგილება უხდებათ და თან დიდად არც სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვების დაცვა ხიბლავთ, მოუწევთ, შემდეგში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. საქმე იმაშია, რომ ნიუ-იორკის შტატის პოლიცია ახალი და მძლავრი „მასლქარებით“ აღიჭურვა, რომელთაც სამართალდამცველები სწორედ მაღალსიჩქარიანი დევნებისთვის გამოიყენებენ.

როგორც აღმოჩნდა, ცოტახნის წინ, ნიუ-იორკის დეპარტამენტმა, ზედმეტი ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე, არსენალში 2025 წლის Ford Mustang GT დაიმატა და ეს მხოლოდ დემონსტრაციისთვის არაა. დადასტურებული ინფორმაციით, Mustang GT-ები მთავარ გზებსა და მაგისტრალებზე საგზაო მოძრაობის წესების დასაცავად იქნება გამოყენებული.

ეს V8-ძრავიანი კუპეები საპატრულო მანქანების ბევრად ფართო ხაზს შეუერთდება, რომელიც ამჟამად ძირითადად SUV-ებს ეყრდნობა. მათ შორისაა Ford Explorer-ი, Chevrolet Tahoe და Dodge Durango. საინტერესოა, რომ ეს ცვლილება შედეგია Dodge-ის გადაწყვეტილების— შეეწყვიტა Charger-ის წარმოება სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

საპატრულო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის განმარტებით, უახლოეს მომავალში ფლოტს კიდევ რამდენიმე Mustang GT შეუერთდება, „ისინი უკვე გზაშია“. 2026 წლის მოდელების შეკვეთაც უკვე დადასტურებულია და ისინი, „მომავალ წელს ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატრულირებისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის აღსაკვეთად“.

საპატრულო დეპარტამენტები იმედოვნებენ, რომ GT-ების დამატებით, სამართალდარღვევების შემაშფოთებლად გაზრდილ რაოდენობასთან ეფექტიანად ბრძოლას შეძლებენ. ცნობისთვის, ნიუ-იორკის შტატის პოლიციელების მონაწილეობით დევნის შემთხვევები 2018-დან 2024 წლამდე გაორმაგდა. ანგარიშის თანახმად, პოლიციის სიგნალის მიღებისას, ავტომობილის გაჩერებაზე სულ უფრო მეტი მძღოლი ამბობს უარს რაც მათგან დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს.

 

მსგავსი სიახლეები