ავარია, Tesla Cybertruck, ტესლა, აფრიკა
Aa
Aa

უგანდაში ერთადერთი Cybertruck დაიმტვრა | ქვეყანაში პიკაპს ვერავინ შეაკეთებს

ყოველთვის საწყენია, როცა რაღაც იშვიათი ნადგურდება — უგანდაში რამდენიმე დღის წინ სწორედ ეს მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Tesla Cybertruck-ი ადგილობრივ გრუნტოვან სარბოლო ტრასაზე ამოყირავდა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. 

თუ გავრცელებული ხუმრობები მართალია, სრულად ელექტრო პიკაპს აღარაფერი ეშველება — ეს პიკაპი არათუ უბრალოდ იშვიათი, არამედ აფრიკულ სახელმწიფოში ერთადერთი მოდელია, რომელიც მფლობელმა უცხოეთიდან შემოიყვანა და ამით საკმაოდ ამაყობდა კიდეც. ვიდეო სოციალურ ქსელებში გასულ კვირას გავრცელდა და მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არც ისე მრავლად მოიპოვება, აშკარაა, რომ დაზიანება არც ისე მსუბუქი იქნებოდა...

ავარიის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებზე ვხედავთ, რომ Cybertruck-ის ყველა მინა ჩამთვრეულია, სახურავი დაზიანებულია და ექსტერიერზე არსებული პლასტმასის თითოეული დეტალი შესაცვლელია. 

ვინაიდან უგანდაში ამერიკულ ავტომწარმოებელს დილერი არ ჰყავს, სავარაუდოდ, სრულად ელექტრო პიკაპის აღდგენა მარტივი ამოცანა არ იქნება — შესაძლოა, საბოლოოდ, ახალი ავტომობილის ყიდვა და იმპორტირება უფრო იაფი დაჯდეს. 

ადგილი სადაც ინციდენტი მოხდა, გარუგას სარბოლო ტრასა, ტბა ვიქტორიას მახლობლად მდებარეობს — აქ ხშირად ტარდება ავტოსპორტის ნაკლებად მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ტრეკი უფრო რეკრეაციული მიზნებით გამოიყენება, ვიდრე პროფესიონალების მიერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები