ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიემვი, პორშე, მდიდრული, ჰუავეი, ჩინური ელექტრომობილები
Aa
Aa

BMW და Porsche „ჩინურ Maybach-თან“ კონკურენციაში სასტიკად დამარცხდნენ

მაშინ, როდესაც Huawei-მ JAC-თან პარტნიორობით Maextro S800 წარადგინა, ცოტამ თუ მიიღო სერიოზულად ბრენდის მიზანი — Maybach-სა და Rolls-Royce-ისთვის კონკურენცია გაეწია. თუმცა, როგორც ჩანს, სხვა ავტომწარმოებლებს ჩინელების ამბიცია სათანადოდ უნდა შეეფასებინათ, რადგან ახლა რეალური შედეგების პირისპირ აღმოჩნდნენ.

ამ განცხადებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, Maextro-ს ფლაგმანი ჩინეთში, $100 000-ზე მაღალი ღირებულების მქონე ავტომობილებს შორის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა. შესაბამისად, ევროპულმა ავტომწარმოებლებმა, რომელთაც ბოლო დრომდე ბაზარზე მჭიდრო კონტროლი ეჭირათ, ლიდერობაც დაკარგეს.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, Maextro S800-მა გაყიდვებით გადაუსწრო, როგორც Porsche Panamera-ს, ასევე BMW 7-Series-ს ერთად აღებულ მოდელებს. ჩინურმა მოდელმა ასევე გადაუსწრო Mercedes S-Class-საც.

დაუდასტურებელი ცნობებით, გაშვებიდან სულ რაღაც 175 დღეში, Maextro-მ S800-ზე 18 000-მდე მიიღო. კომპანიის ინფორმაციით, ის ამჟამად თვეში 2 000-ზე მეტ ერთეულს ყიდის, უახლოს მომავალში კი, თვიურად წარმოების 4 000 ერთეულამდე ზრდასაც განიხილავს.

საინტერესოა, რომ ვიზუალის გარდა — რომელიც Maybach-ისა და Rolls-Royce-ს ნაზავს მოგვაგონებს — ეს მოდელი მომხმარებელთა მოზიდვას ფასითაც ახერხებს. Maextro-ს ფასი მიმდინარე კურსით 100 600-დან 144 900 აშშ დოლარამდე მერყეობს, რაც მსგავსად მდიდრული მოდელისთვის ცუდი შეთავაზება ნამდვილად არაა. მასთან შედარებით კი, Maybach-ი თითქმის სამჯერ მეტი ღირს.

თუმცა მიმზიდველობა მხოლოდ ფასით არ მთავრდება. ამას ემატება არაერთი ტექნოლოგიური ფუნქცია, რომელიც ავტომობილში დაგხვდებათ, ასევე 40-ინჩიანი პროექტორი, რომელიც უკანა სავარძელს კერძო კინოთეატრად აქცევს, ავტომატური კარები, ვარსკვლავებით განათებული ჭერი, რომელიც Rolls-Royce-ს მოგაგონებთ და სხვა. სალონში ხისა და ტყავის საფარია, ხოლო ADAS სისტემას Huawei-ს ტექნოლოგიური პაკეტის მხარდაჭერა აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები