კალიფორნიელმა კაცმა თავისი Hummer-ი მსოფლიოში ყველაზე შავი საღებავით გადაღება
კალიფორნიაში მცხოვრებმა მამაკაცმა გადაწყვიტა თავისი Hummer-ი მსოფლიოში ყველაზე შავი საღებავით გადაეღება და წესით, ყველაფერი გეგმის მიხედვით გამოუვიდა. თუ არ ჩავთვლით ერთ ფაქტს: ამ მოდელში Hummer-ის ამოცნობა ახლა ნამდვილად გაგირთულდებათ.
ეს „გენიალური“ პროექტი ერთ-ერთ „იუთუბერს“, სახელად მარკოს ეკუთვნის. მარკოს რაღაც ახლის და ყველასგან განსხვავებულის შექმნის სურვილი ამოძრავებდა, ამიტომ Musou Black-ის საღებავი შეიძინა და საქმესაც შეუდგა.


საინტერესოა, რომ ეს ფერი ხილული სინათლის დაახლოებით 99.4 პროცენტს შთანთქავს, რის გამოც მანქანა ბრტყელ ჩრდილს ან სილუეტს ჰგავს. საბოლოო შედეგმა კი, შესაძლოა თვალებიც გვატკინოს.
როგორც „იუთუბერმა“ ვიდეოში თქვა, მას ხატვა ძალიან უყვარდა და ახალი რაღაცების ცდისთვისაც ყოველთვის მზადაა. ამჯერად კი, მან ამ გეგმის სისრულეში მოყვანა არა ნებისმიერი ფერით, არამედ Musou Black-ით, მსოფლიოში ყველაზე მუქი საღებავი.შესაძლოა, ეს ფერი სადღაც გინახავთ კიდეც.

ამ ფერში შეღებილი მანქანები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება და ხალხს, როგორც წესი ეს არც ხიბლავს. მაგალითად, ამ Porsche 911 Turbo-მ, იაპონიიდან, ავტოსარემონტოდან გამოსვლისთანავე ყურადღება მიიპყრო. ასევე გვახსოვს მამაკაცი, რომელმაც Nissan-ის სედანი Musou Black Fabric Kiwami-ის ფერში გადაღება, რათა ის მსოფლიოში, ყველა დროის ყველაზე შავი მანქანა ყოფილიყო.