კრიშტიანუ რონალდუ, სუზუკი, სუზუკი სვიფტი
Aa
Aa

Bugatti-მდე იყო Suzuki | რონალდუს პირველი ნაბიჯები ავტოსამყაროში

დიდი ხნით ადრე, სანამ მისი ავტოფარეხი Bugatti-სა და სხვა ძვირად ღირებული ბრენდების იშვიათი სუპერქარებით შეივსებოდა, პორტუგალიელი ვარსკვლავი ერთ-ერთი მოკრძალებული ავტომწარმოებლის რეკლამაში მონაწილეობდა. ეს დაახლოებით 2004-2005 წლებში მოხდა, მაშინ, როდესაც კრიშტიანუ Suzuki Swift-ის რეკლამაში გადაიღეს.

2004 წელს ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუ Manchester United-ის ამომავალი ვარსკვლავი იყო. იმ დროს კი, Suzuki ახალი თაობის Swift-ს უშვებდა, რომელიც გლობალური ბაზრებისთვის ახალგაზრდული, სპორტული ჰეჩბეკის როლს შეასრულებდა.

რეკლამის ნარატივი ფეხბურთელსა და პორტუგალიელს შორის საერთო მახასიათებლებზე იყო ფოკუსირებული: სიჩქარე, სისწრაფე და სტილი. რეკლამებსა და ვიზუალში რონალდოს სწრაფი ნაბიჯები და აჩქარება Swift-ის მოქნილ მართვასთან და თანამედროვე დიზაინთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ამ მესიჯმა, Swift-ი ბიუჯეტური აღქმის მოდელიდან უფრო ამბიციურ, ახალგაზრდული იმიჯის მქონე ავტომობილად აქცია. რონალდუსთვის კი, ეს საწყისი პლატფორმა იყო,  სამომხმარებლო ბრენდთან დასაკავშირებლად. ამ ნაბიჯმა პორტუგალიელს სარეკლამო ბიზნესში გზა გაუხსნა. ამას ემატებოდა რონალდუს მიერ ხელმოწერილი ბურთების ბაზრისთვის შეთავაზება, რაც კიდევ უფრო აკავშირებდა მოდელს მის იმიჯთან.

 

მსგავსი სიახლეები