პიკაპი, ტოიოტა, ტოიოტა ჰაილუქსი, მოგზაურობა
Aa
Aa

არაბი მძღოლი ჩრდილოეთის ციალის სანახავად ნორვეგიამდე Hilux-ით ჩავიდა

სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთი ცხოვრება ყველაფრის სანახავად, ალბათ, საკმარისი არ არის... 200 წლის წინ, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების არარსებობის პირობებში, დედამიწის ბევრად ნაკლებ ფართობს აითვისებდით, თუმცა ახლა შესაძლებლობა გაცილებით მეტია...  

ეს შესაძლებლობა კი მალიკ ალსულთანმა შესანიშნავად გამოიყენა. თავისი Toyota Hilux-ით, ჩრდილოეთის ციალის სანახავად, საუდის არაბეთის მკვიდრმა მთელი ახლო აღმოსავლეთი და ევროპა გადაჭრა და ნორვეგიაში ჩავიდა. მძღოლი მთელ თავის მოგზაურობას სოციალურ მედიაში აშუქებდა — თურქეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, გერმანია, დანია — ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ალსულთანმა იმოგზაურა.

პრობლემა ის არის, რომ ჩრდილოეთის ნათების ნახვა არც ისე მარტივია. როგორც წესი, ციალი უფრო ხშირად ოქტომბრისა და მარტის შუალედში ჩნდება, როცა ცა მოწმენდილია და ამინდი „კარგ ხასიათზეა“. ახლა, ზამთრის პიკში, ამ ოცნების ასახდენად საუკეთესო დროა. მოგზაურის პირველ პოსტებში ნორვეგიის ადრეულ ზამთარს ვხედავდით, ჯერ ისევ მწვანე მთებსა და ბუნებას, მოგვიანებით კი ყველაფერი თოვლმა დაფარა.

საბოლოოდ, ჰაილუქსის მძღოლმა ჩრდილოეთის ციალი მთელი თავისი დიდებულებით მაინც იხილა. მალიკის პოსტში ვხედავთ ერთგულ იაპონურ პიკაპსა და მძღოლის ზურგსუკან ცაზე მოციმციმე ულამაზეს შუქებს — ეს ყველაფერი კი Hilux-ის დამსახურებაა... (კარგით, თვითმფრინავით რომ წასულიყო, მაშინაც ნახავდა, თუმცა ისტორია ასეთი ეპიკური ხომ არ იქნებოდა?)

„ჰაილუქსმა მოგზაურობა იმაზე მეტად გამიმარტივა, ვიდრე ველოდი. გრძელი გზა, დაბალი ტემპერატურა, არაფერს პრობლემა არ შეუქმნია და პოლარული ციალიც ამ მოგზაურობად ღირდა“, — განაცხადა ალსულთანმა. 

ალბათ, Hilux-ს რეკლამა და პიარი არ სჭირდება, რადგან დრომ ეს მოდელი საკმარისად გამოცადა, თუმცა უფასო რეკლამაზე უარს ვინ იტყვის? სხვათა შორის, ჩვენ ჰაილუქსის გამძლეობაზე ცოტა ხნის წინ საინტერესო ვიდეოც მოვამზადეთ:

მსგავსი სიახლეები