დუბაი, გზების მშენებლობა, უცნაური
Aa
Aa

ოქროთი მოპირკეთებული ქუჩები: დუბაი ახალ მასშტაბურ პროექტს აანონსებს

მდიდრული ცხოვრების წესით ცნობილი დუბაი, როგორც ამბობენ, სწორედ ის ქალაქია, სადაც ქუჩები ოქროთია მოპირკეთებული. თუმცა, თუ ამას ადრე მხოლოდ ქალაქის სიმდიდრის აღსაწერად ამბობდნენ ხოლმე, ეს გამოთქმა, როგორც ჩანს, მალე რეალობადაც იქცევა.

Dubai Media Office-მა „დუბაის ოქროს უბნის“ შექმნის შესახებ ჯერ კიდევ 27 იანვარს განაცხადა. როგორც ცნობილია, სწორედ ამ უბანში უნდა ველოდოთ ე.წ. „ოქროს ქუჩებსაც“. ამბობენ, რომ ქუჩები ნამდვილი ოქროთი იქნება მოპირკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, დუბაისგან არავის უკვირს, თუმცა მაინც რთულად წარმოსადგენია.

დუბაის ოქროს რაიონი ქალაქის ამჟამინდელი ოქროს ბაზრის რებრენდინგია. ტერიტორიაზე დაახლოებით 1 000 საცალო ვაჭრობის ობიექტია განთავსებული, რომლებიც ძირითადად ოქროსა და მისგან დამზადებულ სამკაულებს ყიდიან. Dubai Media Office-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროები მსოფლიოში ოქროთი ფიზიკური ვაჭრობით მეორეა. 2024-2025 წლებში ქვეყანამ დაახლოებით 53.4 მილიარდი დოლარის ღირებულების მასალა გაიტანა ექსპორტზე ინდოეთში, გაერთიენებულ სამეფოში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.

ოფიციალური პირების განცხადებით, ოქრო დუბაის კულტურული და კომერციული ცხოვრების ნაწილია. ამ პროექტით კი ისინი, ერთი მხრივ, თავიანთ მემკვიდრეობას მიაგებენ პატივს და, ამავდროულად, მას ახალ ეპოქასაც მოარგებენ. „გოლდ სტრიტის“ განლაგების, დიზაინისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები