საქართველო, ავტომობილების ასაკი, ავტოიმპორტი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
Aa
Aa

რა ასაკის ავტომობილებია რეგისტრირებული საქართველოში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 1,914,908 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. მათი დიდი ნაწილი — 882 ათასზე მეტი ავტომობილი — დედაქალაქ თბილისზე მოდის. იმერეთში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 213,000-ს აღემატება, კახეთში — 152,000-ს, ხოლო აჭარაში — 131,000-ს.

2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 80% ათ წელზე მეტი ასაკისაა. კერძოდ:

  • 10 წელზე მეტი ასაკის: 1,541,196 ერთეული;
  • 5-დან 10 წლამდე: 265,041 ერთეული;
  • 2-დან 5 წლამდე: 61,335 ერთეული;
  • 2 წლამდე: 39,995 ერთეული;
  • დაუდგენელი წლოვანების: 7,341 ავტომობილი.

გამოშვების წლის გათვალისწინებით კი გადანაწილება შემდეგნაირია: საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8.6% 1998 წელსაა გამოშვებული, 8% — 1999 წელს, ხოლო 7.4% — 2000 წელს.

საწვავის ტიპის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 41.6% ბენზინის ძრავაზე მომუშავე მანქანაა, 19.5% — დიზელი, ჰიბრიდი — 9.9%, ხოლო ბენზინი-აირი — 9.8%. ძარის ტიპის მიხედვით, 620,000 ერთეულზე მეტი სედანია, ჰეტჩბეკი — 350,000-ზე მეტი, ხოლო მაღალი გამავლობის — 345,300.

ცნობისთვის, დღეს დაინიციირდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისა და კომფორტული გადაადგილებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები