აუდი, აუდი ა6, აუდი ეს6
Aa
Aa

Audi-მ დაადასტურა, ახალი S6 2026 წელს აღარ გამოვა

Audi-მ დაადასტურა, რომ A6-ის ახალ თაობაში ტრადიციული S6 ვარიანტი აღარ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მალე ახალი RS6 გამოჩნდება. მძღოლებისთვის, რომლებსაც მხოლოდ S6 სურთ, მხოლოდ ორი ვარიანტი რჩება — სრულად ელექტრო S6 e-tron Sportback ან სტანდარტული A6 S Line კომპლექტაციით.

გერმანული ავტომწარმოებელი ამჟამად აშშ-ის ბაზარზე 13 ხაზითაა წარმოდგენილი, რომელიც ჯამურად 31 განსხვავებულ მოდელს მოიცავს. მათგან 7 სედანია, ხოლო დანარჩენი ქროსოვერი ან SUV. საწარმოო ხაზი კიდევ უფრო მრავალშრიანი გახდება, თუ Q4-ის, Q6-ისა და A6-ის e-tron ვარიანტებს ცალ-ცალკე განვიხილავთ. შესაბამისად, S6-ის შეჩერება გასაოცარი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. 


Edmunds-ის ცნობით, უსამართლობა იქნება იმის თქმა, რომ სტანდარტული A6 პერფორმანსის მიმართულებით სუსტია. ის 48-ვოლტიან მაილდ-ჰიბრიდულ ტექნოლოგიასთან შეწყვილებული 3-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე V6-ითაა აღჭურვილი, რომელიც 362 ცხ.ძ-სა და 550 ნიუტონს გამოიმუშავებს. სხვათა შორის, ამავე სისტემას ეყრდნობიან S5 და SQ5-იც. ეს ნიშნავს, რომ მანქანა 100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში ჩქარდება — წამის მეათედით უფრო სწრაფად, ვიდრე წინა თაობის 444-ცხენისძალიანი S6. 

The Autopian-ს გერმანული ავტომწარმოებლის სპიკერმა დაუდასტურა, რომ 2026 წელს S6 მოდელს ნამდვილად არავინ უნდა ელოდოს და არ გასცა პასუხი კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ის ახლო მომავალში.

Audi-მ ახალი A6-ის წარდგენამდე მცირე ხნით ადრე განახლებული A5, Q6, A6 e-tron და Q6 e-tron მოდელები წარადგინა. ეს ნიშნავს, რომ როგორც ჩამოთვლილი მოდელები, A6-ის გერმანული მწარმოებლის განახლებული, ოთხქიმიანი საჭითა და ახალი თაობის მულტიმედიის სისტემით აღიჭურვება. თანხის დამატების შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია, მიიღოს უკანა ხედვის გვერდითა სარკეში ჩაშენებული მაღალი გარჩევადობის ვიდეორეგისტრატორიც. 

გაუმჯობესებულია სხვა არაერთი ფუნქციაც, სასიამოვნო კი ის არის, რომ კომპანიამ წინა მოდელის საწყისი ფასი, 64 100 დოლარი უცვლელად დატოვა. 

მსგავსი სიახლეები