ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით პროტესტი იგეგმება
გასულ კვირას, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა კანონპროექტის შესახებ, რომლის თანახმადაც 1-ელი აპრილიდან საქართველოს ტერიტორიაზე 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტი აიკრძალება.
როგორც აღინიშნა, რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 აპრილიდან შედის. გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება ხსენებულ ვადამდე არსებული პირობების შესაბამისად. გარდა ამისა, აკრძალვა არ შეეხება ელექტრომობილებსაც.
მოქალაქეთა ნაწილი აღნიშნულ ცვლილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ქართულ საავტომობილო ბაზარზე ასე ვითარება გაუარესდება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გასაპროტესტებლად, მძღოლები 20 თებერვალს, 18:30 საათზე, პროტესტის გამოხატვას 30-წამიანი გაბმული სიგნალით აპირებენ.