კლასიკური ავტომობილები, ასტონ მარტინი, ტუნინგი, ასტონ მარტინ დიბი 6, ლუნაზი
Aa
Aa

Lunaz-მა ლეგენდარული Aston Martin DB6 აღადგინა და 5-ლიტრიანი ძრავით აღჭურვა

კომპანიამ, რომელმაც სახელი კლასიკური ბრიტანული ავტომობილების აღდგენითა და გალამაზებით გაითქვა, თავისი უახლესი პროექტი გამოაქვეყნა...

Lunaz-ი დაბრუნდა და ამ ფაქტს განახლებული Aston Martin DB6 მიუძღვნა — თუ Lunaz-ის ტუნერები აქამდე ბრიტანული კლასიკის ელექტრიფიცირებით იყვნენ დაკავებული, ლეგენდარულ DB6-ს ეს ვეღარ აკადრეს და ფსონს სრულად შიგაწვის ძრავაზე ჩამოვიდნენ.


სტანდარტული DB6 4-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 282 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა, ტუნერმა კი ის 5-ლიტრიანი ძრავით ჩაანაცვლა, რომლის სიმძლავრეც 350 ცხ.ძ-ს აღწევს. Lunaz-მა განაახლა დაკიდება, მუხრუჭები, საჭე და ავტომობილის ექსტერიერიც კი — დამკვეთმა თავად მოითხოვა, რომ მოდელი მწვანე ყოფილიყო, ჰქონოდა რელიეფური ბორბლის თაღები და ოქროსფერი აქცენტები.

აღდგენილ სალონში გვხვდება ვერცხლის გადამრთველები, მარგალიტის ჩანართებს, ქაშმირის ქსოვილს, ზამშსა და, ცხადია, ტყავს.


მართალია, გასულ წლებში Lunaz-ს დიდი პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს 5-ლიტრიანი DB6 კომპანიის ისტორიის ახალ ფურცელს ნიშნავს — ბრიტანულ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ კიდევ არაერთ ასეთ მოდელს ვიხილავთ.

„ჩვენ Lunaz-ი დავაფუძნეთ მსოფლიოს ყველაზე დიდებული ავტომობილების შემოსანახად, განსავითარებლად და მათთვის ახალი იმიჯის შესაქმნელად, რითაც ვაძლევთ შანსს, რომ თაობებმა მართონ. ეს DB, ჩვენი 50-ე შეკვეთა, პირველი ბენზინზე მომუშავე პროექტი, წყალგამყოფი მომენტია“, — განაცხადა კომპანიის დირექტორმა, დევიდ ლორენცმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები