მსოფლიოში პირველი სუპერქარი 60 წლის გახდა და კვლავ შესანიშნავად გამოიყურება
თუ შეიძლება რომელიმე ავტომობილს მსოფლიოში პირველი სუპერქარის ტიტული მიენიჭოს, ეს სწორედ Lamborghini Miura გახლავთ, რომელიც პირველად 1966 წელს გამოჩნდა და ავტოინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა. Miura-ს დებიუტიდან 60 წლის შემდეგაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს მოდელი დღევანდელი სტანდარტებითაც კი შესანიშნავად გამოიყურება.
წარმოუდგენლად დაბალი დგომით, მკვეთრი მართვადობითა და დამახასიათებელი ფარებით Miura ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელია, რომელიც ავტოინდუსტრიის არსებობის პერიოდში ოდესმე შექმნილა. ბევრ ავტომოყვარულისთვის მან არა მარტო Lamborghini-ს ბედი, არამედ სრულად სუპერქარების ლანდშაფტიც შეცვალა.

მსოფლიოში პირველი სუპერქარი Ferrari-ს პირდაპირ კონკურენტად შეიქმნა. მისი ისტორია Automobili Lamborghini-ში 1960-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. მაშინ კომპანიის დამფუძნებელმა, ფერუჩო ლამბორჯინიმ, გადაწყვიტა დახვეწილი გრანდ-ტურინგი შეექმნა, რომელიც Ferrari-ს მოდელებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებდა. თუმცა ამბიციური ინჟინრების მცირე ჯგუფს, მათ შორის ჯან პაოლო დალარას, პაოლო სტანზანისა და Bertone-ს დიზაინერ მარჩელო განდინის, რევოლუციური მოდელის იდეა ამოძრავებდათ.
ასევე დაგაინტერესებთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა
იდეა საკმაოდ მარტივი, თუმცა რევოლუციური იყო: საგზაო ავტომობილი შუაში განთავსებული V12 ძრავით — განლაგება, რომელიც მანამდე მხოლოდ სარბოლო მოდელებისთვის იყო განკუთვნილი. Miura-ს დებიუტი 1966 წელს ჟენევის ავტოშოუზე შედგა და გამოჩენის წამიდანვე უდიდესი ყურადღება დაიმსახურა.
ავტომობილის ძარა მანამდე არსებულ არცერთ მოდელს არ ჰგავდა, ხოლო მისი შესრულება შოკისმომგვრელი იყო. 3.9-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც დაახლოებით 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, საწყისი თაობის Miura 270 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, რაც იმ დროისთვის ეპოქალური მაჩვენებელი იყო.

მსოფლიოში პირველმა სუპერქარმა შექმნა იდეა, რომელიც ერთ მოდელში ეგზოტიკურ სტილს, ექსტრემალურ შესრულებასა და შეზღუდულ წარმოებას აერთიანებდა. შედეგად, Miura-ს კულტურული გავლენა ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც მისი ინჟინერია. ამ მოდელის ფლობა კი იმთავითვე სტატუსთან და განსაკუთრებულ რეპუტაციასთან ასოცირდებოდა.