ბატარეა, ელექტრომობილები, ტესლა, ელჯი ენერჯი სოლუშენი, ელჯი
Aa
Aa

Tesla-ს ბატარეების წარმოება აშშ-ში გადააქვს? | LG-სთან $4.3-მილიარდიანი გარიგება გაფორმდა

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-სა და სამხრეთ კორეაში დაფუძნებულ LG Energy Solution-ს შორის $4.3 მილიარდის ღირებულების შეთანხმება გაფორმდა. გარიგების პირობებით, კომპანიებმა მიჩიგანის შტატში LFP (ლითიუმის რკინის ფოსფატი) აკუმულატორების საწარმოო ქარხნის განვითარების ვალდებულება აიღეს.

აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების ფარგლებში, კომპანიები ერთობლივი ძალისხმევით პრიზმული აკუმულატორების საწარმოო ობიექტს ააშენებენ. არსებული გეგმით, წარმოება 2027 წელს უნდა დაიწყოს. ამერიკაში წარმოებული ბატარეის ელემენტების (cells) გამოყენება Tesla-ს Megapack 3 ენერგიის შენახვის სისტემებში იგეგმება, რაც აშშ-ისთვის საწარმოო ჯაჭვს ქვეყნის ფარგლებში მოაქცევს.

აღნიშნული პროექტი ბევრად უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატარეების ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაა. ცნობისთვის, Tesla-სა და LG-ს შორის შეთანხმება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Tesla, ჩინეთთან მაღალი ტარიფებისა და მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

ისტორიულად, ენერგიის შენახვის სისტემებში გამოყენებული LFP აკუმულატორების მწარმოებელთა დიდი ნაწილი ჩინეთიდანაა. LG Energy Solution-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ მცირერიცხოვან კომპანიათა შორისაა, რომელიც LFP აკუმულატორებს აწარმოებს. გარიგების პირობებით, სამხრეთ კორეულმა გიგანტმა, რომელიც ამ ეტაპზე აშშ-ის ბაზარზე შედარებით მცირე მასშტაბითაა წარმოდგენილი, ქარხნისთვის ბატარეების მიწოდების ვალდებულება აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები