ტრევის სკოტი უიშვიათესი Lamborghini-ით გამოჩნდა
ავტომოყვარულებს სწრაფი და ექსკლუზიური ავტომობილები განსაკუთრებით იტაცებთ — მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ერთ-ერთ უიშვიათეს, ჟღერადი V12 ძრავით აღჭურვილ Lamborghini-ს ეხება.

ექსკლუზიური მოდელები უყვარს ამერიკელ რეპერ ტრევის სკოტსაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჯელესის ქუჩებში, Lamborghini Aventador SV-ის მართვისას დააფიქსირეს. ვიდეო, რომელშიც სკოტი სუპერქარის საჭესთან ჩანს, სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა. კადრების დასაწყისში რეპერი ნელა გადაადგილდება, თუმცა გზის გათავისუფლებისთანავე ადგილიდან სწრაფად წყდება. Lambo-მ უკან ჩამოიტოვა სედანები და SUV-ები, რაც საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა.
View this post on Instagram
საინტერესოა, რომ ტრევისის Aventador SV თავად არტისტის მოთხოვნების შესაბამისადაა მოდიფიცირებული. ავტომობილი მქრქალ ყავისფერშია შეღებილი, რაც სკოტის მიერ დაარსებულ ლეიბლთან — Cactus Jack-თან ასოცირდება.
ასევე დაგაინტერესებთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?
მოდიფიკაციების გარეშეც, Lamborghini Aventador SV ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერქარია, რომელიც იტალიურ ავტომწარმოებელს შეუქმნია. Aventador-ი 2011-დან 2022 წლამდე იწარმოებოდა. მან საკულტო Murciélago შეცვალა და ზუსტად იმ ფორმულას მიჰყვა, რომელმაც ბრენდი ასეთი წარმატებული გახადა: დახვეწილი სტილი, წარმოუდგენელი მართვის დინამიკა და სუპერქარისთვის შესაფერისი სიმძლავრე.

სტანდარტული Aventador-ი 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი და 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, SV (SuperVeloce) ვერსიაში სიმძლავრე 740 ცხენის ძალამდეა გაზრდილი, წონა კი — 50 კგ-ით შემცირებული. შედეგად, ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.8 წამში ჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს აღწევს.
Lamborghini-მ Aventador SV 2015 წლის ჟენევის ავტოშოუზე წარადგინა. ამ გამორჩეული მოდელის წარმოება მხოლოდ 600 ერთეულით შეიზღუდა.