კვლევა, შიგაწვის ძრავა, ელექტრომობილები, შიგა წვის ძრავა
Aa
Aa

შიგაწვის ძრავა ელექტრომობილის წინააღმდეგ: თერმული ვიზუალიზაცია მათ შორის მთავარ განსხვავებას გვაჩვენებს

წლების განმავლობაში ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებისა და ელექტრომობილების არაერთი შედარება გვინახავს. თუმცა, ეს კონკრეტული თერმული ვიზუალიზაცია მათ შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ნათელს ჰფენს.

შიგაწვის ძრავების მოყვარულთ დიდად ელექტრომობილები რომ არ ხიბლავთ, ეს არავისთვის უნდა იყოს სიურპრიზი. თუმცა, ბატარეაზე მომუშავე ავტომობილები უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და ჩვენც შექმნილ ვითარებასთან მორგება და შეგუება გვიწევს. საკითხზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დარგის ექსპერტები ყველა კრიტიკული დეტალის ანალიზს ახდენენ: შენახვის ხარჯებიდან დაწყებული, სვლის მარაგით დასრულებული.

ახლა კი ინტერნეტსივრცეში ვიზუალურად თერმული კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა, რომლებიც ამ ორი ტიპის ავტომობილს შორის ენერგოეფექტიანობის გათვალისწინებით მკვეთრ კონტრასტს ააშკარავებს. სპეციალური ოპტიკის გარეშე ეს ორი ავტომობილი სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურება და ვიზუალურადაც არ განსხვავდება, თუმცა პირველი მარტივად შესამჩნევი განსხვავება ჟღერადობაა – ერთი უფრო დიდ ხმას გამოსცემს, ვიდრე მეორე. თუმცა, თერმული ვიზუალიზაცია სხვანაირად მუშაობს – ის ავლენს იმას, რაც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.

რას ვხედავთ თერმულ კამერაში? როგორც ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის შემთხვევაში ჩანს, მისი წინა ნაწილი სრულად კაშკაშა ნარინჯისფერშია განათებული. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ შიგაწვის ძრავა მუშაობისას ძალიან დიდი რაოდენობით სითბოს (თერმულ ენერგიას) გამოყოფს. ინფრაწითელი გამოსხივება კი გვიჩვენებს, თუ საითაა ენერგია მიმართული და, შესაბამისად, რომელი ნაწილი ცხელდება მუშაობის შედეგად.

რაც შეეხება ელექტრომობილს, აქ სრულად განსხვავებულ შედეგს ვიღებთ. სტანდარტულად, ელექტროძრავები გაცილებით ნაკლებ სითბოს გამოყოფენ, ამიტომაც თერმულ კამერაშიც ისინი მსგავსად მხურვალე ფერებით არ გამოიხატებიან. სითბო ძირითადად ელექტრონიკის გარშემოა კონცენტრირებული, რის გამოც ნარინჯისფრად მხოლოდ ბორბლები და მაშუქები ანათებს.

შედეგად, ეს ვიზუალიზაცია გვიჩვენებს, რომ ელექტრომობილები გაცილებით ენერგოეფექტიანები არიან. რადგან EV-ებში სითბოს სახით ნაკლები ენერგია იკარგება, მეტი რესურსი უშუალოდ ავტომობილის კინეტიკურ ენერგიაზე მიემართება. კიდევ ერთი პლუსი კი გახლავთ ის, რომ დაბალ სამუშაო ტემპერატურაზე კომპონენტების სიცოცხლისუნარიანობაც იზრდება, რადგან მათ ნაკლები გაგრილება სჭირდებათ.

თუმცა, თუ ელექტრომობილებსა და შიგაწვის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებს შორის განსხვავებებს უფრო ღრმად შევისწავლით, მაშინ სხვა კვლევებიც უნდა გავიხსენოთ. მაგალითად, ერთ-ერთის მიხედვით, ელექტრომობილების მფლობელები მანქანებს გაცილებით ხშირად ცვლიან — საშუალოდ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, მაშინ, როდესაც შიგაწვისძრავიანი მანქანების მძღოლებს ერთი ავტომობილი საშუალოდ 12 წელი ჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

გასათვალისწინებელია დამუხტვის ხარჯებიც, რაც, რა თქმა უნდა, საწვავთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. თუმცა, საჯარო დასამუხტი სადგურების სიმცირე EV-ის მფლობელებს პრობლემას უქმნის. მაგრამ გაცილებით მარტივია ელექტრომობილების ფლობა მათთვის, ვინც საჯარო წერტილების ნაცვლად ავტომობილებს სახლში მუხტავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები