საქართველო, გზების რეაბილიტაცია, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Aa
Aa

რა ეტაპზეა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაცია

„საჩხერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს“, — ამის შესახებ ოფიციალური უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე რევაზ სოხაძე გაეცნო.

ამ ეტაპზე სამუშაოები გზის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს, ჯამში კი სარეაბილიტაციო ნაწილი 27.8 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს. აღნიშნული საავტომობილო გზა ერთმანეთთან სამ მუნიციპალიტეტს დააკავშირებს, ამავდროულად კი მიმდებარე სოფლებისთვის რაიონულ ცენტრებთან უმოკლეს მარშრუტს წარმოადგენს.

ცნობისთვის, ეს 27.8-კილომეტრიანი მონაკვეთი რიკოთის საუღელტეხილო გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატიული მიმართულებაა და მაღალი სატრანსპორტო დატვირთვით ხასიათდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის სრულად რეაბილიტაცია, გზებთან მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, წყალარინების სისტემისა და საყრდენი კედლების განახლება. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით კი ტერიტორიაზე ახალი ნიშნები და თვალამრიდები განთავსდება, ასევე შესრულდება ჰორიზონტალური მონიშვნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები