საქართველო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტომობილების რეგისტრაცია
Aa
Aa

ბოლო ერთ თვეში საქართველოში 11 ათასამდე ავტომობილი დარეგისტრიდა | საერთო რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს

1 თვეში საქართველოში დაახლოებით 11 000-მდე ავტომობილი დარეგისტრირდა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს [რეალურ დროში] მონაცემებიდან ჩანს.

შედეგად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2.055 მლნ ერთეულს გადააჭარბა.

აღნიშნულ სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში ყოველდღიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა კიდევ შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, თებერვალში (გასულ თვეებთან შედარებით), დღეში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა საშუალოდ, 600-დან 350-მდე შემცირდა, მარტში საშუალოდ 500-მდე ისევ მოიმატა, აპრილში 460 შემცირდა, ხოლო მაისში 420-მდე შემცირდა.

„ბიზნესპრენსიუსი“ აღნიშნულ სტატისტიკას იყენებს იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს, ქვეყანაში თვიურ ჭრილში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო მაჩვენებელი.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, თუ აქამდე, თვეში საშუალოდ 16 000 მანქანა გადიოდა რეგისტრაციას, თებერვალში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 9 000-მდე შემცირდა, მარტში 12 600-მდე ისევ მოიმატა, აპრილში 12 000-მდე შემცირდა, ხოლო მაისში 11 000-მდე.

შენიშვნის სახით: აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების გარკვეული ნაწილი შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.

ამასთან, მომსახურების სააგენტოს [რეალურ დროში] მონაცემებით, ქვეყანაში უკვე 1 704 268 მართვის მოწმობაა გაცემული.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები