საქართველო, მართვის მოწმობის გამოცდა, მართვის მოწმობა
Aa
Aa

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებში ცვლილება შედის

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებში ცვლილება შედის. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ. განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

„მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი.

საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება. ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ".

აქვე შეგახსენებთ, რომ 15 ივნისიდან ცვლილებები შევა თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების წესებში. ასევე შეიცვლება გორსა და ბათუმში საგამოცდო მარშრუტები. აღნიშნულის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ბმულზე გაეცნოთ.

ვრცლად: მართვის მოწმობის აღება მარტივდება, გორსა და ბათუმში იცვლება საგამოცდო მარშრუტები

წყარო: მომსახურების სააგენტო 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები