სანამ AMG „ოფიციალურად“ Mercedes-ის გახდებოდა: ჩაქუჩის“ ალტერნატივა?
იმ დაახლოებით 25 ქარხნული AMG 3.4 ვერსიიდან ეს ერთ-ერთია. ეს C124 იდეალურად აერთიანებს იშვიათობასა და ძლიერებას, ძველი სკოლის ტიუნინგის განსაკუთრებულობასთან.
მანამ, სანამ AMG გერმანული Mercedes-Benz-ის შიდა სპორტული ქვედანაყოფი ოფიციალურად გახდებოდა, ის მაინც ახერხებდა შეექმნა ყველაზე გიჟური და სასურველი გერმანული მოდელები, რომელთა შეძენაც კი, ფულით მასურველელს შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სმენია ლეგენდარული AMG Hummer-ის შესახებ, ეს ფართოკორპუსიანი 300 CE-24 თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ გერმანელებს რაიმე განსაკუთრებულის შესაქმნელად გიგანტური V8 ძრავა სულაც არ სჭირდებოდათ.

ამჟამად Bring a Trailer-ზე გასაყიდად 1992 წლის Mercedes-Benz კუპეა გამოტანილი – ერთ-ერთი იმ 25-მდე ეგზემპლარიდან, რომლებიც სრულიად ახალი სახით, AMG 3.4 სრული სპეციფიკაციით გადააკეთეს. ავტომობილის ოდომეტრზე ახლა 134 000 კილომეტრია გამოსახული, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით ამის გარკვევა კვლავ რთულია. ამ კუპეს ისტორია 300 CE-24-ად დაიწყო, შემდგომში კი გერმანიაში, AMG-ის სათავო ოფისში მოხვდა. იქ მის M104 ტიპის ერთრიგა ექვსცილინდრიან ძრავას კი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარეს:
-
მოცულობა 3.0-დან 3.4 ლიტრამდე გაიზარდა, რაც ცილინდრის დიამეტრის გაზრდისა და დგუშის სვლის დაგრძელების ხარჯზე გახდა შესაძლებელი.
-
AMG-ის საფირმო გამანაწილებელი ლილვების წყალობით, სიმძლავრე სოლიდურ 268 ცხენის ძალამდე ავარდა.

ეს აშკარად სოლიდური ზრდაა ქარხნულ 217 ცხენის ძალასთან შედარებით და საკმარისია იმისათვის, რომ სოლიდურ და დახვეწილ კუპეს აგრესიული იერი მიეცეს. ამას კი, არანაკლებ აგრესიული ექსტერიერი ემატება, რომელიც ლურჯ-შავ მეტალიკისფერ ფერშია მოპირკეთებული. ფართო კორპუსი, უკანა და წინა სპოილერები, AMG-დისკები და ა.შ. ავტომობილის ინტერიერშიც კლასიკური სტილი იგრძნობა: Recaro Classic-ის სპორტული სავარძლები გათბობით, AMG-ის ხელსაწყოების პანელი, ნამდვილი ხის დეკორაციები და Technics-ი.

საერთო ჯამში ჩვენ წინაშე, რა თქმა უნდა, ე.წ. „ჩაქუჩი“ არაა, თუმცა მართლაც რომ ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. AMG-ის გიჟური 6.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილი ავტომობილები კი სულ სხვა სამყაროა – მაგალითად, 2023 წელს, ერთ-ერთი მათგანი $885 000-ად გაიყიდა. წესით, ამ კონკრეტულ ავტომობილსაც თავისი მომხმარებელი ეყოლება, თუნდაც კოლექციონერთა რიგებიდან. ისე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ექვსცილინდრიანი ფართოკორპუსიანი კუპე არის ზუსტი „ოქროს შუალედი“ იშვიათობას, ყოველდღიურ გამოსადეგობასა და კომპანიების შერწყმამდე არსებულ AMG-ის სტილს შორის.