მეორადი ავტომობილები, პანდემია, ავტოწარმოება, მეორადი ავტომობილების ფასები, კორონავირუსის პანდემია
Aa
Aa

რატომ ვიხდით ზედმეტს მეორად მანქანებში? | 8 მილიონი ავტომობილი, რომელიც არასდროს უწარმოებიათ

COVID-19-ის პანდემია დაახლოებით ექვსი წლის წინ ჩაბარდა წარსულს, თუმცა მისი გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების მეორადი ავტომობილების ბაზარზე კვლავ იგრძნობა. მეორად ავტომობილებზე მიწოდება განსაზღვრულია იმით, თუ რა აწარმოეს კომპანიებმა წლების წინ, და სწორედ აქედან იწყება პრობლემებიც.

ასევე იხილეთ: 8 გამძლე და საიმედო მანქანა, რომელსაც დამწყები მძღოლები 5000$-ად შეიძენენ

ამერიკულ სადილეროებში არსებული დეფიციტი და მაღალი ფასები ახლა პირდაპირ კავშირშია 2020-2021 წლებში ქარხნების მუშაობის შენელებასა და შეჩერებასთან. ექსპერტთა ვარაუდით, რთული სათქმელია, შეიცვლება თუ არა ეს მოცემულობა მომავალში, თუმცა უახლოეს პერიოდში, ალბათ, ტენდენციის შენარჩუნების მოლოდინი უნდა გვქონდეს.

წარმოების შეჩერებამ და მიწოდების ჯაჭვში წარმოქმნილმა დეფიციტმა გამოიწვია ის, რომ COVID-ის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 8 მილიონით ნაკლები ავტომობილი დამზადდა, ვიდრე ეს თავდაპირველი გეგმით იყო გათვლილი. ამ დეფიციტის გამო, ავტომწარმოებლები იძულებულნი გახდნენ, შედარებით ძვირად ღირებული ავტომობილების წარმოებაზე ფოკუსირებულიყვნენ, რადგან მათ მაღალი მარჟა ჰქონდათ.

აღნიშნულმა მიდგომამ გამოიწვია ის, რომ ახალი ავტომობილების საშუალო ფასი შესამჩნევად გაიზარდა. გაზრდილი ფასები კი ახლა უკვე მეორად ბაზარზე აისახება, სადაც ამ პერიოდში წარმოებული მოდელები წლების შემდგომ აღმოჩნდნენ და იქაც კოლოსალურ ფასებს აფორმირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების წარმოება აღდგა, CNBC აღნიშნავს, რომ ინდუსტრია ისტორიულ მაქსიმუმს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების გაყიდვები 2022 წელს 13.8 მილიონამდე შემცირდა, ხოლო 2025 წელს 16.2 მილიონი ერთეული გაიყიდა. წელს ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სტაბილურად, 15.8 მილიონიდან 16.3 მილიონამდე ფარგლებში დარჩება, რაც 2016 წელს გაყიდულ პიკურ, 17.55 მილიონ ახალ ავტომობილთან შედარებით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები