დოჯი, დოჯი ჩარჯერი, დოჯი ჩარჯერი არ/თი, დოჯი ჩარჯერი სქეთ ფექი
Aa
Aa

Dodge Charger-ის მყიდველებს კომპანია ყოველ ცხენის ძალაზე $10-ს გადაუხდის

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Dodge-მა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარეკლამო კამპანია, Power Dollars-ი, დააბრუნა. შეთავაზების ფარგლებში, 2026 მოდელის წლის Charger-ის გარკვეული ვერსიების მყიდველები ავტომობილის თითოეულ ცხენის ძალაზე 10-დოლარიან ფასდაკლებას მიიღებენ.

მათთვის, ვისაც ამ შეთავაზების შესახებ წარსულში არ სმენიათ, შესაძლოა, აქციაც საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენოთ, ამიტომ მარტივად აგიხსნით: ეს ნიშნავს, რომ, თუ, მაგალითად, Charger R/T-ს შეიძენთ, რომელიც 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაშინ 4 200-დოლარიანი ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებთ, ხოლო Charger Scat Pack-ის შემთხვევაში, 550 ცხენის ძალით, თქვენც, შესაბამისად, 5 500 აშშ დოლარით ნაკლების გადახდა მოგიწევთ.

ყველაზე დიდი შეღავათით სწორედ Charger Scat Pack-ის მყიდველები ისარგებლებენ. ამ მოდელის 3-ლიტრიანი, ტვინტურბო კომპრესორით აღჭურვილი Hurricane Sixpack-ის ძრავა, როგორც გითხარით, 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს — შედეგად, კომპანიის შეფასებით, ფასდაკლების შემდეგ Charger Scat Pack-ის საწყისი ფასი 49 500 დოლარზე დაბლა ჩამოვა (ტრანსპორტირების, გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლების გარეშე).

აქცია 2026 წლის 9 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაკეთებულ შეკვეთებზე და მხოლოდ საცალო გაყიდვებისთვის მოქმედებს. შეთავაზებაში მოხვდნენ 2026 მოდელის წლის ავტომობილები: Charger R/T, R/T Plus, Scat Pack და Scat Pack Plus — თუმცა მხოლოდ ისინი, რომლებიც ბენზინზე მომუშავე ძრავით არიან აღჭურვილი.

როგორც გითხარით, ფასდაკლების ოდენობა ავტომობილის სიმძლავრეზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, შეღავათები ასე გამოიყურება:

Charger R/T და R/T Plus — 420 ცხენის ძალა, შესაბამისად, 4 200 აშშ დოლარის ფასდაკლება;

Charger Scat Pack და Scat Pack Plus — 550 ცხენის ძალა, შესაბამისად, 5 500 აშშ დოლარის ფასდაკლება.

როგორც თავად Dodge-ის აღმასრულებელი დირექტორი, მეტ მაკლეარი, აცხადებს, Power Dollars-ის აქციის დაბრუნების მიზანია მაღალი წარმადობის ავტომობილები მოყვარულთათვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ. უნდა ითქვას, რომ Charger Scat Pack დღეისთვის ყველაზე მძლავრი ავტომობილია, რომლის შეძენაც 55 000 დოლარზე დაბალ ფასადაა შესაძლებელი. ამ კი აქციით მისი ღირებულება 49 500 დოლარზენაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები