2020 წლის Ford Mustang Shelby GT500SE: GT500 800-ზე მეტი ცხენის ძალითა და მეტი Shelby-თ
Aa
Aa

2020 წლის Ford Mustang Shelby GT500SE: GT500 800-ზე მეტი ცხენის ძალითა და მეტი Shelby-თ

Shelby American-ი თქვენს GT500-ს მოდიფიცირებას გაუწევს და ოფიციალურად აღრიცხავს.

2020 წლის Ford Mustang Shelby GT500 „შელბის” სახელს უკვე ატარებს. თუმცა, თუ სარბოლო ლეგენდასთან უფრო შესამჩნევი კავშირი გსურთ, Las Vegas-ში დაფუძნებული კომპანია Shelby American-ი განსაკუთრებულ პაკეტს გთავაზობთ. პაკეტს Carroll Shelby Signature Edition-ი ერქმევა და თქვენს ქარხნულ GT500-ს უფრო ძლიერ GT500SE-ად აქცევს და ოფიციალურ Shelby CSM ნომერსაც მიანიჭებს.

გაინტერესებთ რატომ უნდა „გააშელბოთ“ უკვე Shelby-ად გამოშვებული ავტომანქანა? Ford-სა და Shelby-ს შორის არსებული ურთიერთობა ოდნავ დამაბნეველია. ამიტომაც უცებ განგიმარტავთ: Ford-ი Shelby-ის სახელის ლიცენზიით GT500-სა და GT350 მოდელებზე სარგებლობს, რომლებიც სრულად Ford-ის ქარხნებში იწყობა. Shelby American-ი „ქეროლ შელბის“ მიერ დაფუძმებული კომპანიაა, რომელიც დღესაც აწყობს თავის მანქანებს - Cobra-ს, მოდიფიცირებულ „მუსტანგებსა“ და F-150-ებს. Shelby American-ი Shelby-ის ოფიციალურ რეგისტრაციაშია, რომელიც „შელბის“ მიერ აწყობილ ავტომანქანებს 60-იანი წლებიდან მოყოლებული აღრიცხავს. რადგანაც 2020 წლის Ford Mustang Shelby GT500 „შელბის“ მიერ გამოშვებული არაა, ის ვერც „შელბის“ სერიულ ნომერს იღებს.

თუმცა, 29,995$-ად ამის შეცვლას შეძლებთ. ამ ფასად თქვენ მეტ სიმძლავრეს და ძრავის ხუფის უნიკალურ დიზაინს მიიღებთ. Shelby American-ის თქმით, GT500SE 93 ოქტანიან საწვავზე მუშაობისას 800-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. პაკეტი ასევე ქარხნული 740 ცხენის ძალიანი, 5,2 ლიტრიანი “Predator” V8 ძრავის კომპრესორისთვის სპორტულ შკივსაც და უკეთესი გაგრილებისთვის დამატებით თბოგადამცემსაც მოიცავს. კარბონის ვენტილირებადი ძრავის ხუფი, ახალი გამანაწილებელი ღერძები, განივი დახრის საწინააღმდეგო წნელი, ახალი დაკიდების სისტემა და მისი კალიბრაცია, წინა თვლების ნახარისა და თვითორიენტირებადი თვლის ფირფიტა, 20-იანი დისკები და სპორტული საბურავები - ეს იმ მოდიფიცირებულ ნაწილთა ჩამონათვალია, რომელსაც პაკეტი დამატებით მოიცავს.

ავტომობილი დასრულებულ იერსახეს Shelby-ის ზოლებითა და ემბლემით იღებს, რომელიც ტყავის სავარძლებზეცაა ამოქარგული. შემდეგ უკვე „შელბის“ უმნიშვნელოვანესი სერიული ნომრის ფირფიტა მონტაჟდება. წლის განმავლობაში მხოლოდ 100 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმება, საიდანაც 15 მათგანი Shelby American-ის შტაბს Las Vegas-ში ეწვევა. The Signature Edition პროგრამა წარმოების იმავე შეზღუდული რაოდენობით 2015-2020 წლებში გამოშვებულ GT350-სა და GT350R ვერსიებზეც ვრცელდება.

თუ ფიქრობთ, რომ „შელბი“ კლუბში გასაწევრიანებლად თქვენი GT500 საკმარისად „შელბი“ არაა, არ იდარდოთ. წევრობას, დამატებით, სულ რაღაც 30,000$-ს გადახდის შემდეგ შეძლებთ.

მსგავსი სიახლეები