უკანაძრავიანი, პორშე, ცხელი ჰეჩბეკი, რენო, რენო კლიო, უკანა წამყვანი, 6-ცილინდრიანი, ვი 6
Aa
Aa

"დამქვრივებელი" Renault Clio V6, რომელიც უმართავი იყო

ძველი თაობის Porsche-ების მეტსახელი ალბათ ყველა ავტომოყვარულმა იცის, მათ "დამქვრივებლებს" ეძახდნენ და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილს ძრავა უკან ჰქონდა, ზღვარზე მართვისას ძარის ინერცია სულ სხვა პრინციპით მუშაობდა. მათი ზღვარზე მართვა შეუძლებელი იყო და ხშირად ფატალურადაც კი მთავრდებოდა. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ინჟინრები მიხვდნენ, რომ ძრავის შუაში გადატანით და ბაზის გაზრდით ეს პრობლემა აქტუალური აღარ იქნებოდა.

Seven reasons why you must buy this immaculate Clio V6 | Top Gear

თუმცა 2001 წელს Renault-მა გადაწყვიტა თავის პატარა ცხელ ჰეტჩბექში 6-ცილინდრიანი და 3-ლიტრიანი ძრავა ძარის უკან მოეთავსებინა. სტანდარტული Clio Sport-ი საკმოდ ძლიერი იყო და ფანტასტიკური მართვის უნარებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ კომპანიას უფრო მეტი სურდა და ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გაბერილი, ხმაურიანი და უმართავი Clio V6 ვიხილეთ.

Automobilių aukcione pasirodęs „Renault Clio V6“ pagerino netikėtą rekordą  | tv3.lt

პირველ ვერსიას 230 ცხენის ძალა ჰქონდა და 1380 კილოგრამს იწონიდა, ხოლო განახლებულ ვერსიას კი 250 ცხენის ძალა ჰქონდა და კიდევ უფრო მძიმე იყო - 1400 კილოგრამი. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილს ძრავა უკან ჰქონდა მისი წამყვანი თვლებიც უკანა იყო, რაც მის მართვას ორჯერ უფრო რთულს ხდიდა. მიუხედავად გაზრდილი ძალისა, ავტომობილმა თავისი ნიშა დაკარგა, რაც საოცარ მართვის უნარებს გულისხმობდა. გაზრდილი წონა, უკანა წამყვანი კონფიგურაცია, ძარის უკანა უკიდურეს ნაწილში მთავარი აგრეგატის განლაგება და საჭის მოხვევის ძალიან პატარა დიაპაზონი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ ავტომობილს ტესტებში ყველა საშიში მართვის მქონე სტატუსი მოეპოვებინა.

This Renault Clio V6 Trophy is a fun, French track weapon for $70K -  Hagerty Media

Clio V6 სულ 2822 ერთეული შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ Porsche-ს შემდეგ დამქვრივებლის სტატუსი მან გადაილოცა, ავტომოყვარულებს ეს მოდელი მაინც ძალიან უყვართ. მისი გაბერილი ძარა, უკანა წამყვანის კონფიგურაცია და 6-ცილინდრიანი ძრავის ხმა გულგრილს არცერთ ავტომოყვარულს არ ტოვებს.  

მსგავსი სიახლეები