თბილისი, გზების რეაბილიტაცია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

თბილისში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება | როდის და სად იმოქმედებს შეზღუდვა?

თბილისში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება. კერძოდ, თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე, 2025 წლის 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება. გადაწყვეტილება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. 

განცხადების თანახმად, "შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)–გაჩიანი–რუსთავისა და გამარჯვება–რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას". 

სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე  ზაჰესი–რუსთავის მიმართულებით მოძრაობა მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება. 

მსგავსი სიახლეები