რეგულაციები, კანონები, ხმაურზე რეგულაცია
Aa
Aa

ხვალიდან, ავტომობილების ხმაური სპეციალური აპარატებით შემოწმდება | რა უნდა ვიცოდეთ?

ხვალიდან, პირველი სექტებრიდან, საპატრულო პოლიცია სატრანსპორტო ხმაურის დონეს სპეციალური, სერტიფიცირებული პორტატული აპარატებით შეამოწმებს. ამისთვის შესაბამისმა უწყებამ სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება უკვე შეიძინა.

ცნობისთვის, ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ხმაურზე დასაშვებ დონეს საქართველოს მთავრობი დადგენილება არეგულირებს. წესდებით, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, დასახლებულ პუნქტებში ხმაურის დონე 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს. 

ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსის თანახმად, კანონმდებლობით განსაზღვრული ხმაურის ნორმის დარღვევის შემთხვევში მძღოლი დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე ქულები დააკლდება: 

პირველ დარღვევაზე: 100-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობაზე -10 ქულა. 

მეორე: 200-ლარიანი ჯარიმა და -20 ქულა. 

მესამე და შემდგომი: 300-ლარიანი ჯარიმა და -30 ქულა მართვის მოწმობაზე. 

 

მსგავსი სიახლეები