უნგრეთში $1.5 მლნ-ის წრიული გზაჯვარედინი ააშენეს, რომელსაც არსად მივყავართ
უნგრეთში დაახლოებით $1.5 მილიონის ღირებულების წრიული გზაჯვარედინი მდებარეობს, რომელსაც არც შესასვლელი გზა აქვს და არც გამოსასვლელი. მის ოთხივე მიმართულებას ჩიხამდე მიჰყავხართ, რის გამოც ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი რეალურად გამოუყენებელია.
ასევე ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე საშიში გზები, რომელზეც არ უნდა გაიაროთ!
სინამდვილეში, წრიული გზაჯვარედინების დიდი რაოდენობა ევროპისთვის უჩვეულო არაა. პირიქით, კონტინენტზე ისინი საკმაოდ გავრცელებულია. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მძღოლები წრიულ გზაჯვარედინებს იშვიათად აწყდებიან, ევროპაში მათი რაოდენობა 150 000-200 000-ს აღწევს. შეერთებულ შტატებში კი 10 000-ზე მეტი წრიული გზაჯვარედინია. შედარებისთვის, აშშ-ში მათი რაოდენობა 10 000-ს მცირედით თუ აჭარბებს.
თეორიულად, მათი მთავარი დანიშნულება მოძრაობის ნაკადის გაუმჯობესება, განტვირთვა და საცობების შემცირებაა. თუმცა უნგრეთში მდებარე ეს კონკრეტული წრიული გზაჯვარედინი სულ სხვა მიზეზით გახდა ცნობილი.

CNN-ის ინფორმაციით, $1.5 მილიონად შეფასებული გზაჯვარედინი თავდაპირველად ლოგისტიკური ჰაბის მომსახურებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ტერმინალი, რომელსაც სწორედ ამ გზაჯვარედინის საშუალებით უნდა დაკავშირებოდნენ, საბოლოოდ საერთოდ არ აშენდა. შედეგად კი მივიღეთ დასრულებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ფაქტობრივად გამოუყენებელია და უბრალოდ ადგილს იკავებს.
ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც წესი, კონკრეტული განვითარების გეგმების ნაწილია. თუმცა, როდესაც თავდაპირველი პროექტი სხვადასხვა მიზეზით აღარ ხორციელდება, შესაძლოა უკვე აშენებული ინფრასტრუქტურა მივიღოთ, რომელსაც უკვე არანაირი დანიშნულება აღარ გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ: ეს წრიული „6-1-ში“ გზაჯვარედინი, ალბათ, ბევრ ავარიას გამოიწვევდა
უნგრეთის ეს გზაჯვარედინი სწორედ მსგავსი შემთხვევის საინტერესო მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ. პროექტი, რომელიც თავდაპირველი გეგმით მასშტაბური ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ იზოლირებულ ობიექტად დარჩა.