კლასიკური ავტომობილები, შევროლეტ კამარო, კამარო, დანა უაითი
Aa
Aa

როგორ დაამტვრია დამოუკიდებლობის დღეს დანა უაითმა თავისი 1969 წლის Camaro?

UFC-ის პრეზიდენტი 1969 წლის ძვირად ღირებული Camaro-თი ავტოფარეხს შეაჯახა.

UFC-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დანა უაითმა წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე ცოტა არ იყოს განსხვავებულად „აღნიშნა“. 2026 წლის 4 ივლისს, უაითმა გადაწყვიტა, თავისი 1969 წლის ძვირად ღირებული Chevrolet Camaro შენობისთვის შეეჯახებინა. რა თქმა უნდა, უაითს ეს ძალით არ გაუკეთებია და ყველაფერი შემთხვევითობის შედეგია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ამერიკელების კლასიკური „მასლ ქარი“ ავტოფარეხის ერთ-ერთ კუთხეშია „შევარდნილი“. შეჯახების შედეგად ავტომობილის კაპოტი სერიოზულად დაზიანდა, ასევე მთლიანად ავტომობილის წინა ნაწილი და შეკეთება შენობასაც კი დასჭირდა.

თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ დანა უაითი თავისი დაზიანებული ავტომობილთან პოზირებს და შეწუხებულს სულაც არ ჰგავს. ფოტოებზე ის ოჯახის წევრებთან ერთადაა, მანქანის კაპოტზე ზის და იცინის. როგორც ჩანს, მათთვის ეს დამოუკიდებლობის დღის ისეთი აღნიშვნა იყო, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდებათ.

ზუსტად რა ვითარებაში მოხდა ავარია, ამ დრომდე უცნობია. თუმცა მაღალი სიმძლავრის მქონე, უკანა წამყვანის მართვას რისკები რომ ყოველთვის ახლავს, ეს სიახლე არავისთვის უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძღოლი მის საჭესთან საზღვრების მაქსიმუმს აღწევს.

ამ შემთხვევაში კი უაითმა გადაწყვიტა, მომხდარისთვის ზედმეტად დრამატულად არ შეეხედა. რაც მთავარია, შემთხვევას ყველა უვნებელი გადაურჩა და სერიოზული დაზიანებებიც არავის მიუღია.

უცნობია, რა დაჯდა 1969 წლის Camaro-ს აღდგენა ან საერთოდ აღადგინა თუ არა უაითმა თავისი კლასიკური ავტომობილი. შესაძლოა, ის ზედმეტ თავის ტკივილსაც მოერიდა და ავტომობილი გაყიდა. ამ წლის Camaro-ს კი, მსგავსი დაზიანებებით, კლიენტი ნამდვილად გამოუჩნდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები