მათე კობახიძის წარმატებული რბოლა სილვესტოუნზე
ქართული ავტოსპორტის ამომავალი ვარსკვლავისთვის, მათე კობახიძისთვის, ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატის გასული კვირა წარმატებული აღმოჩნდა. 15 წლის პილოტი სილვერსტოუნის ლეგენდარულ ტრასაზე გამართულ ეტაპზე დაძაბულ რბოლაში მე-10 ადგილზე გავიდა და თავის გუნდს, Xcel Motorsport-ს ქულები აბსოლუტურ ჩათვლაშიც მოუტანა.
რაც შეეხება ახალწვეულების Rookie დივიზიონს, აქ მათე მე-3 ადგილზე გავიდა და პოდიუმზეც ვიხილეთ. ჯამურად, მიმდინარე სეზონში ქართველი მრბოლელს საერთო ჩათვლაში 9 ქულა აქვს, ხოლო Rookie დივიზიონში 160 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი 10-11 ოქტომბერს, Brands Hatch-ის ტრასაზე გაიმართება. რბოლის უფასო ტრანსლაციის ხილვას ორგანიზაციის Youtube არხზე, British F4-ზე შეძლებთ.
View this post on Instagram
ასევე იხილეთ: ქართველი ბიჭი F1-ში? რა არის ავტოსპორტის ბნელი მხარე? | მათე & ვაკო კობახიძეები - Car-ხანა