Aa Aa
8 აგვისტო 2020  |  11:35

Mazda3 Vs Toyota Corolla Hatchback, შედარება: ორი ფანტასტიკური ხუთკარიანი

თქვენ არცერთი მათგანის არჩევით შეცდებით, თუმცა ერთი მაინც უკეთესია.

სედანები სულს ღაფავენ, თუმცა ჰეჩბეკები უარეს დღეში არიან. მალე ისინი შესაძლოა გადაშენდნენ კიდეც. Ford-მა Focus-ი და Fiesta მოკლა, Chevrolet-მა Cruze, Honda სავარაუდოდ Fit-ს წელს გამოემშვიდობება და Volkswagen-ი Golf-ის ამერიკაში გაგზავნას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს. რადგანაც ყველა ავტომწარმოებელი კომპაქტური „ქროსოვერების“ წარმოებაზეა გადართული, აშშ-ს ბაზრისთვის ცოტაოდენი ჰეჩბეკი თუ შემორჩა. 2020 წლის Mazda3 და Toyota Corolla Hatchback-ი კი ორი საუკეთესო მათგანია.

ავტომობილები ინდივიდუალურად გაიტესტა და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ორი მოდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და რაც მაშინვე გამოაშკარავდა ეს მათი გამორჩევის სირთულე იყო. ორივე ავტომობილი მართლაც, რომ ძალიან კარგია.

Mazda3 რამდენიმე მიმართულებით გამოირჩევა - ის ლამაზია, მდიდრული სალონი აქვს და კარგი სამართავია. Corolla, თავის მხრივ, ჰეჩბეკის მოვალეობებს უკეთესად ასრულებს. ის ეკონომიასა და კომფორტს უფრო ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს. მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენას დეტალების დაწვრილებით განხილვის შემთხვევაში შევძლებთ.

დიზაინი

Mazda: Mazda3 საოცრად გამოიყურება, არა მხოლოდ თავისი კლასისა და ჰეჩბეკისთვის, არამედ უფრო ფართო ჭრილშიც. ბრენდის Kodo დიზაინი იკვეთება აგრესიულ LED მაშუქებსა და დიდი ზომის ჰექსაგონალურ ცხაურაში. უკან კი მას ბზინვარე წითელი მაშუქები ამშვენებს. დავის საგანს მხოლოდ მეტისმეტად დიდი ზომის C-pillar ნაწილი იძლევა, რომელიც საკმაოდ მსუქანია, თუმცა მანქანის კონტურები საერთო ჯამში მიმზიდველია.

საბაზისო რუხი ფერის მეტალიკი და 10 ქიმიანი ნაცრისფერი დისკები „მაზდას“ საუკეთესო იერსახეს აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მის უფრო აგრესიულ ხასიათზე დაყენებას მოინდომებთ 1950$-იანი პაკეტი სარკეებს, ჰაერის შემწოვს, თაღებს, ბამპერების ქვედაბოლოებსა და სპოილერს შავად წარმოგიდგენთ. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ Mazda3-ი თვალისმომჭრელად გამოიყურება.

Toyota: მიუხედავად იმისა, რომ მასიური ცხაურა ბევრს არ მოსწონს, Corolla მაინც ლამაზი ჰეჩბეკია. კაუჭის ფორმის მაშუქები „მაზდას“ ფონზე კარგ კონტრასტს ქმნის. ვერცხლისფერ ავტომობილს შავი სახურავის აქცენტიც გამოარჩეულებას მატებს. ყველაზე სპორტული XSE ვერსია კიდევ უფრო გამომწვევს ხდის მას.

Corlla Hatchback XSE-ის 10 ქიმიანი დისკები და სახურავზე დამაგრებული სპოილერი „ტოიოტას“ „მაზდაზე“ უფრო გაბრაზებულს აჩენს. მანქანის აგრესიული სტილი კონტურებსა და პანელებშიც გრძელდება და მანქანას ლამაზ ფორმას უქმნის. თუმცა, „ტოიოტას“ ეს მებრძოლ-ბიჭური კონტურები მაინც ვერ შეედრება მაზდას მომწიფებულ ხასიათს.

უპირატესი: Mazda


ინტერიერი

Mazda: თუ სალონში მაზდას ლოგოს ხელს დააფარებთ შეიძლება იფიქროთ, რომ ის რომელიმე მდიდრულ ავტომობილს ეკუთვნის. ინტერიარი მართლაც ამდენად კარგია. ბრტყელი, ჰორიზონტული კოკპიტი წითელი ტყავსა და რბილ შავ პლასტმასებში ირევა. ინტერიერის ცენტრალურ ნაწილში პიანინოს პლატიკის მსგავსი მასალაა გამოყენებულიუ, თუმცა ის გამაღიზიანებლად არ გამოიყურება. ყველა დეტალი, კარგი გაგებით, ჰეჩბეკისთვის შეუსაბამო მოგეჩვენებათ. მძღოლისა და მგზავრის სავარძლებიც იმავე წითელი ტყავითაა დამზადებული. მაზდას სალონი  ხარისხითა და შეგრძნებებით ერთ-ერთი საუკეთესოა.

თუმცა, წინა და უკანა მგზავრებისთვის სალონში ადგილი დიდი არ არის. ფეხებისთვის განკუთვნილი ადგილიც 2018 წლის მოდელისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრითაა გაზრდილი, ხოლო უკანა სავარძლებისთვის ჭერი უფრო მეტად დაწეულია. უნდა ითქვას, რომ 182 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანმა უკანა განყოფილებაში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს.

საბარგულის შეფასებაც იმავე ბედს იზიარებს. მისი მოცულობა, წინა მოდელთან შედარებით, შემცირებულია, ხოლო ღიობი საკმაოდ ვიწროა. საყიდლებისთვის მას არაუშავს, თუმცა უფრო დიდი ზომის მქონე ტვირთის გადასატანად ნაკლებად პრაქტიკულია.

Toyota: Corolla Hatchback-ის ინტერიერი არ არის „მაზდას“ მსგავსად მომხიბვლელი და ხარისხიანი. XSE ორ ტონალობაში შეფერილ ტყავის სავარძლებლებით, ტყავის საჭითა და სიჩქარის კოლოფის სახელურითაა წარმოდგენილი. სულ ეს არის. სალონის და კარების პანელები მეტწილად რეზინისა და პლასტმასის მასალებისგანაა დამზადებული, რაც ცუდი არ არის იქამდე, სანამ „მაზდას“ სალონს არ ნახავთ. 

„ტოიოტა“ ფურცელზე სალონის მეტი მოცულობით დაიკვეხნის. თუმცა, თუ Corolla-ს ჭერის უკეთესი სიმაღლე აქვს სავარძლებზე, „მაზდას“ უფრო დიდი ადგილი სატვირთოდ და ფეხებისთვის აქვს განკუთვნილი. ამ შემთხვევაში „ტოიოტას“ უპირატესობა მცირიეა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მასში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ.

Corolla-ს ჭერი „მაზდაზე“ 2.5 სანტიმეტრით მაღალია, რაც მეტ სივრცეს ქმნის სალონში და ფეხებისთვის სიმჭიდროვეც ნაკლებად იგრძნობა. Mazda3-თან შედარებით, ამ მოდელში მგზავრები თავს უფრო კომფორტულად მხოლოდ ამ მიზეზის გამო იგრძნობენ.

ამ ორი ავტომობილიდან საუკეთესო ინტერიერის გამოყოფა რთული და სრულად სუბიექტურია. ჩვენ Mazda3-ის სალონი გვირჩევნია.

უპირატესი: Mazda


წარმადობა

Mazda: „მაზდა“ 2,5 ლიტრის მოცულობის 4 ლიტრიანი ძრავათია დაკომპლექტებული, რომელიც 185 ცხენის ძალასა და 211 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. საბაზისო მოდელი 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება აღჭურვილი. ტესტისთვის არსებული ვერსია კი 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონეა. აღნიშნული ძალა ტრანსმისიის გავლით ოთხ ბორბალზე ნაწილდება. კლასში სრული ამძრაობა მხოლოდ Mazda3-სა და Subaru Impreza-ს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის 1400$-იანი კომპლექტაციაა, ის წინა წამყვან Corolla-ზე უკეთესია.

Mazda3-ი სასიამოვნო სატარებელია. დაბალ ბრუნებში მას საკმაოდ ბევრი მაბრუნი მომენტი აქვს, რაც სწრაფად დაძვრაში ეხმარება. სწორად გადანაწილებული საჭის წონა და მგრძნობიარე დაკიდების სისტემა „მაზდას“, კლასში, ერთ-ერთ ყველაზე მოქნილს ხდის.

მიუხედავად ამისა, დაკიდება საკმაოდ უხეშია და კენჭები დიდ ლოდებად მოგეჩვენებათ. ძრავა კი მაღალ ბრუნებში სუსტდება და ავტომაგისტრალზე შესაძლოა ავტომანქანა ზანტად მოგეჩვენოთ.

Toyota: Corolla Hatchback-ი 2.0 ლიტრიან 4 ცილინდრის მქონე ატმოსფერულ ძრავას იყენებს, რომელიც 168 ცხენის ძალას და 204 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. „მაზდას“ სხარტი ტრანსმისიისგან განსხვავებით, ტოიოტას კოლოფი საკმაოდ ნელა ცვლის სიჩქარეებს.

Corolla-ს ტარება მაინც სასიამოვნოა. მას მაბრუნი მომენტი ბევრი არ აქვს, მაგრამ საშუალო და მაღალ ბრუნებზე სიმძლავრეს კარგად ანაწილებს. საჭე მეტისმეტად მსუბუქი, თუმცა სწრაფია. დაკიდების სისტემა ხისტია და მოსახვევებში ავტომობილი არ ქანაობს და „მაზდას“ მსგავსად უხეშად დადის. ამ ორი ავტომობილიდან Mazda3-ი მაინც უფრო სპოტული და უფრო სასიამოვნო სატარებელია.

უპირატესი: Mazda


ტექნოლოგია

Mazda: Mazda3 ბრენდის პირველი ავტომობილია, რომელმაც 15 სანტიმეტრიანი მულტიმედიის სისტემა მიიღო. ის საკმაოდ კარგი გამოსახულების მქონე ეკრანია. სისტემაში ოპერირება მბრუნავი სახელურის დახმარებით საკმაოდ მარტივია. მას 4 სწრაფი ღილაკი აქვს ნავიგაციისთვის, მუსიკისთვის, მენიუსთვისა და უკან დაბრუნებისთვის. სენსორული ფუნქციების ნაკლებობა შესაძლოა მინუსად ჩაითვალოს, თუმცა მის უქონლობას სისტემა არ განიცდის. მას Apple Carplay-სა და Android Auto პლატფორმების მხარდაჭერა შეუძლია.

Mazda3 13 სანტიმეტრიანი სპიდომეტრის ეკრანითაცაა წარმოდგენილი, მაგრამ სხვა სისტემების მსგავსი ინტუიციურობით არ გამოირჩევა. მას ასევე head-up display-ც აქვს და თითქმის ყველა საჭირო ინფორმაცია ცენტრში გამოაქვს. ჩვენს მოდელს ნავიგაციის სისტემაც გააჩნია, რომელიც გამატებით 450$ ღირს. Bose-ის 12 „სფიქერიანი“ ხმის სისტემა კი ნამდვილად საუცხოო ხარისხისაა.

Toyota: Corolla Hatchback-ი სტანდარტულად 14 სანტიმეტრიანი სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი, რომელსაც Apple CarPlay-ს და Android Auto-ს მხარდაჭერა აქვს. თუმცა, „ტოიოტას“ Entune მულტიმედიის სისტემა მომხიბვლელად არ გამოიყურება. მთავარი მენიუ არეულია, გამოსახულება მოძველებული, ხოლო სენსორი ნაკლებად მგრძნობიარე.

„მაზდას“ მსგავსად დამატებითი დეტალები - ადაპტირებადი მაშუქები (450$), ნავიგაცია, უკაბელო სატენი - აქაც ფასიანი დანამატებია.

უპირატესი: Mazda


უსაფრთხოება

Mazda: „მაზდა“ გასულ წელს I-Activsense უსაფრთხოების სისტემას დამატებით კომპლექტაციად გვთავაზობდა. 2020-დან ყოველი Mazda3 სტანდარტულად უსაფრთხოების ისეთ სისტემებს მიიღებს როგორიცაა: ადაპტირებადი კრუიზკონტროლი, ავტომატური დამუხრუჭება, გამოსხივების ავტომატური მხარდაჭერა, ზოლიდან გადასვლის გაფრთხილება და ზოლში დარჩენის მხარდაჭერა.

Mazda-ს ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი ზოლში დარჩენის მხარდაჭერით საცობებს ამტანს ხდის. მანქანა ზოლის ცენტრში ჩერდება და აქეთ-იქეთ არ დახტის. იმავე სისტემას საცობში მუხრუჭის გლუვად კონტროლიც შეუძლია. ერთადერთი, რაც არ მოგვწონს უკანა ხედვის კამერაა, რომელიც გააქტიურებისას 15 სანტრიმეტრიანი ეკრანის მხოლოდ ნახევარს იკავებს.

Toyota: „ტოიოტას“ სტანდარტული მოდელებიც საკმაოდ ბევრი უსაფრთხოების სისტემით არის წარმოდგენილი. სისტემათა ერთობლიობას Toyota Safety Sense 2.0 ჰქვია, რომელიც შემდეგს მოიცავს: ავტომატური დამუხრუჭების სისტემა ფეხით მოსიარულეთა აღმომჩენი დეტექტორებით, ზოლიდან გასვლის გაფრთხილება საჭის მხარდაჭერით, გამოსხივების ავტომატური მხარდაჭერა, ადაპტირებადი კრუიზკონტროლი და საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა. აღსანიშნავია ის, რომ XSE-ის ადაპტირებადი კრუიზკონტროლი 50 კმ.სთ-ის შემდეგ ავტომატურად ითიშება.

Toyota Safety Sense დიდებული სისტემაა. ავტომაგისტრალზე ქვესისტემები კარგად მუშაობენ. რადგანაც ამ ორი ავტომობილის უსაფრთხოების სისტემები მეტწილად ერთგვაროვანია, „ტოიოტას“ შეზღუდული ადაპტირებული კრუიზ კონტროლი „მაზდას“ უსაფრთხოების სისტემას მცირედით მაინც ჩამორჩება.

უპირატესი: Mazda


წვა და ეფექტურობა

Mazda: Mazda3 საწვავის მოხმარების თვალსაზრისით კლასში ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური ავტომობილია. განსაკუთრებით სრული ამძრაობის მქონე მოდელი. ის 100 კილომეტრზე ქალაქის პირობებში 9,8 ლიტრს, ხოლო ავტომაგისტრალზე 7,3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. წინაწამყვანი მოდელი კი წვის მცირედად გაუმჯობესებული დანახარჯისაა. მაგალითისთვის „სუბარუს“ სრული ამძრაობის ალტერნატივა ჯამურად 7,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

Toyota:
Corolla Hatchback-ი, ამ მხრივ, საგრძნობლად უკეთეს შედეგებს იძლევა. მეტიც, ის კლასში ამ კომპონენტით საუკეთესოა. ყველაზე სპორტული XSE ვერსია ქალაქის პირობებში 7,8 ლიტრს, ხოლო ავტომაგისტრალზე 6 ლიტრ საწვავს მოიხმარს. შერეული ციკლში კი 7.13 ლიტრი საწვავით კმაყოფილდება.

უპარეტესი: Toyota

ფასი

Mazda: Mazda3-ის საბაზისო მოდელის ფასი 23,700$-დან იწყება. პრემიუმ პაკეტი კი 27,500$ ღირს. სადილერო და სხვა დამატებითი ხარჯების შედეგად მისი ღირებულება 30,710$-მდე ადის.

Toyota: Corolla Hatchback-ი უფრო ხელმისაწვდომია. საბაზისო მოდელის ფასი 20,290$-დან იწყება. XSE მოდელის შეძენა კი 23,240$-ად არის შესაძლებელი. თუ რამდენიმე ფასიან დეტალსაც აირჩევთ მისი ღირებულება 27,810$-საც მიაღწევს.

უპარეტესი: Toyota


დასკვნა

თუ ავტომობილს ჰეჩბეკების კატეგორიაში არჩევთ, ტესტში წარმოდგენილი ავტომობილები კლასში საუკეთესონი არიან. თუ Corolla Hatchback-ი კომფორტული, პრაქტიკული და იაფი ავტომობილია, Mazda3 ჯამში უკეთესი ავტომობილია. Mazda უკეთესად გამოიყურება, მაღალხარისხიანი ინტერიერი და უფრო გამართული უსაფრთხოების სისტემა აქვს. თუ თქვენ კლასში საუკეთესო ჰეჩბეკი გნებავთ, მაშინ დამატებითი თანხის გადახდაც მოგიწევთ.

გაზიარება: