BMW, ელექტრომობილები, BMW M3, ბეემვე, BMW i4
Aa
Aa

ახალი BMW i4 M60 ნახვარი წამით უფრო სწრაფია, ვიდრე M3

BMW-მ განახლებული i4 წარადგინა, რომლის მონაცემებიც სიჩქარის მოყვარულებს გულგრილს არ დაგტოვებთ... აი, სიჩქარესთან ერთად თუ ელექტრომობილებსაც ეტრფით, i4 თქვენი ოცნების მანქანა გახდება.

მოდით, დავიწყოთ საბაზისო მოდელ i3 eDrive40-ით — ამ ვერსიამ i5-ისგან უფრო ეფექტიანი SiC უკუგარდამქმნელი მიიღო, რომლის წყალობითაც, 18-დუიმიანი დისკებით აღჭურვის შემთხვევაში, ერთი დამუხტვით წინა მოდელზე 24 კილომეტრით გრძელ, 536-კილომეტრიან დისტანციას დაფარავს. 19-დუიმიანი დისკების გამოყენების შემთხვევაში უნდა გახსოვდეთ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს — ეს მაქსიმალურ დისტანციას 494 კილომეტრამდე შეგიმცირებთ. 

ახალი i4 M60

i4 M50 მომავალი წლიდან გზას i4 M60-ს დაუთმობს. ახალი მოდელი 510 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, რაც 41 ცხენისძალიან გაუმჯობესებას ნიშნავს. თუ My Modes Sport-ს გაააქტიურებთ, სიმძლავრის მაჩვენებელი 593 ცხ.ძ-ს მიაღწევს და ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარემდე მისაღწევად სულ რაღაც 3.6 წამი დასჭირდება — ეს სტანდარტულ M3-ზე ნახევარი წამით სწრაფი დროა და M3 Competition xDrive-ს სულ ოდნავ ჩამორჩება.

ერთი დამუხტვით გავლადი დისტანციის მაჩვენებელი i4 M60-ის ახალ მოდელშიც გაზრდილია — 19-დუიმიანი დისკებით, მანქანა 447კმ-ს გაივლის, ხოლოდ 20-დუიმიანით 373 კილომეტრს.

გარდა გაუმჯობესებული მანძილისა და პერფორმანსისა, ავტომობილში მრავალ მცირე სიახლესაც ვხვდებით. მაგალითად, ყველა მოდელს Seal & Drive Tire Kit მოყვება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დაშვებული საბურავის დასაბერად გაჩერება არ მოგიწიოთ — ბალანსს ხელსაწყო მართვის პარალელურად შეინარჩუნებს.

რაც შეეხება გარეგნულ მხარეს, აქ ბევრი არაფერი შეცვლილა. ახალი i4 გაყიდვაში ნოემბრიდან ჩაეშვება — i4 xDrive40 62300$ ეღირება, ხოლო i4 M60 70700 დოლარად იქნება შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები