კოლექცია, ავტოკოლექცია, ფერარი, მაკლარენი, ლამბორგინი, ასტონ მარტინი, ბოლიდი, ინვესტიცია
Aa
Aa

როგორი ავტოკოლექციის შექმნა შეგიძლია, როცა მილიარდერი ხარ?

იუთუბერი მარკ მაკკენი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მდიდრულ კოლექციას ეწვია — შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების სია წარმოუდგენელია და ყველა მათგანი მილიარდერ ტომ ჰართლი უმცროსს ეკუთვნის.

აქ შენიშნავთ McLaren P1 GTR-ს, Ferrari SP3 Daytona-ს, Aston Martin Valkyrie-ს, Ford GT-ს, McLaren F1-ს, Ferrari LaFerrari-სა და McLaren 675LT-ს — ეს კი მხოლოდ თანამედროვე ეპოქის ფლაგმანებია: კლასიკური ავტომობილების სია კიდევ უფრო შთამბეჭდავია.

როგორც ჩანს, ჰართლი ფლობს ოდესმე შექმნილი თითოეული ლეგენდარული ავტომობილის სულ მცირე ერთ ეგზემპლარს მაინც. აქ არის კლასიკური Ferrari-ები — Enzo, 275 GTB, F40, F50 — და არის Lambo-ებიც, მათ შორის Miura. სხვა მოდელებთან ერთად, შოურუმში ასევე წარმოდგენილია Porsche 930 Turbo, Pagani Zonda და მის გვერდით ერთ-ერთი პირველი ავტომობილი — 1886 წლის Benz Patent-Motorwagen.

ტომ ჰართლი უმცროსისთვის ეს ავტომობილები უპირველეს ყოვლისა მაინც ინვესტიციებია: „არ მაინტერესებს რა მოხდება მსოფლიოში. რა კრიზისიც არ უნდა დადგეს, ეს McLaren F1 მაინც 20 მილიონზე მეტი ეღირება. ავტომობილი მატერიალური აქტივია, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ. შეგიძლიათ თქვათ: „მე ვიცი, სადაც არის ჩემი ავტომობილი. ვიცი, სადაც არის ჩემი მილიონობით ფუნტი“ — განაცხადა მან.

ჰართლი უმცროსი F1-ის არაერთ ბოლიდსაც ფლობს, მათ შორის ოთხ აბსოლუტურ ლეგენდას. პირველი თვალში Ferrari 312T მოგხვდებათ, რომლითაც ნიკი ლაუდა ასპარეზობდა. ამ ბოლიდმა 1975 წელს ჩემპიონატში Ferrari-ს 11-წლიანი მშრალი სერია დაასრულა. შემდეგი Williams FW19-ია, რომელსაც დეიმონ ჰილი მართავდა, და აქვსა ორი McLaren-ი —McLaren MP4/13, რომელსაც მიკა ჰაკინენი მართავდა და რაც ყველაზე მთავარია, აირტონ სენასა და ალენ პროსტის McLaren MP4/4.

მსგავსი სიახლეები