Toyota Corolla-ს მართვა 11 AI მოდელს დაავალეს — თავი მხოლოდ 1-მა გაართვა
რა მოხდება, თუ ChatGPT-ს, Claude-ს ან Grok-ს რეალური ავტომობილის მართვას ვანდობთ? სპეციალიზებული ავტონომიური სისტემებისგან (როგორიცაა Tesla FSD ან Waymo) განსხვავებით, ეს ჩატბოტები სპეციალურად მართვისთვის არ არიან შექმნილი. მკვლევარებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ და შედეგებმა აჩვენა, რომ მათთვის მძღოლის სავარძლის დათმობა ჯერ ნამდვილად ადრეა.
ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარებმა Toyota Corolla-ს აქსელერატორი, მუხრუჭი და საჭის მართვა Comma-სა და OpenPilot-ის აპარატურის მეშვეობით უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს დაუკავშირეს. ტესტირება ავტოსადგომზე მოწყობილ სპეციალურ ტრასაზე ჩატარდა, რომელიც პატარა საგზაო კონუსებით შემოისაზღვრა. ოთხ განსხვავებულ AI მოდელს ზუსტად ერთნაირი ინსტრუქცია მისცეს: მათ კამერით მიღებული გამოსახულება უნდა გაეანალიზებინათ, აღეწერათ რას ხედავდნენ და მიეღოთ გადაწყვეტილება მოძრაობის შესახებ.
პროცესი უწყვეტი ჩატის რეჟიმში მიმდინარეობდა — ყოველი ბრძანება მონაცემთა ცენტრებში იგზავნებოდა, რის გამოც ავტომობილი პერიოდულად პაუზებს აკეთებდა. თითოეულ მოდელს ტრასის გასავლელად სამ-სამი მცდელობა მისცეს. ჩატარებული 11 მცდელობიდან 8 შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა ტრასის 11%-ზე მეტის გავლაც კი ვერ შეძლო და პირველივე მოსახვევში ავარიაში მოჰყვა.

xAI-ის მიერ შექმნილმა მოდელმა Grok-მა პირველივე მცდელობა კრახით დაასრულა. მან კონუსებს შორის არსებული ცარიელი ადგილი ჭიშკრად აღქვა, პირდაპირ გადაუხვია და ტრასას ორად-ორი ბრძანების შემდეგ გამოეთიშა.
სხვა მოდელებსაც გაუჭირდათ — ერთ-ერთმა GPT მოდელმა თავად გამოიგონა წესი, თითქოს ტრასის ერთ მხარეს მდგარი ყველა კონუსი ერთი ფერის უნდა ყოფილიყო (მიუხედავად იმისა, რომ საწყის ინსტრუქციაში საპირისპირო ეწერა). მოდელების უმრავლესობას უბრალოდ გაუჭირდა იმის გაანგარიშება, თუ რამდენად უნდა დაეტრიალებინათ საჭე მოსახვევში უსაფრთხოდ შესასვლელად.
ერთადერთი მოდელი, რომელმაც ტრასა ბოლომდე გაიარა, GPT-6 Astra აღმოჩნდა. მან მარშრუტი მეორე მცდელობაზე დაძლია. მართალია, მისი ტრაექტორია იდეალური არ ყოფილა — მარჯვენა მოსახვევში ზედმეტად მიეხუტა საზღვარს და ფინიშის ხაზამდე კინაღამ ტრასიდან გადავიდა, თუმცა დავალებას თავი მაინც გაართვა.

ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა — მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექსტებთან და ლოგიკურ ამოცანებთან მუშაობაში ბრწყინვალეა, რეალურ სამყაროში ავტომობილის მართვა სრულად სხვა დონის რეაქციასა და სპეციალიზებულ ალგორითმებს მოითხოვს.