ჰიბრიდული, ჰონდა აკორდი, ჰონდა, ტოიოტა, სედანი, ტოიოტა ქემრი
Aa
Aa

აშშ-ის ბაზარზე სედანების დაბრუნება ამ ორი მოდელის დამსახურებაა

აშშ-ის საავტომობილო ბაზარზე სედანების მოულოდნელი დაბრუნება ფიქსირდება, რასაც სათავეში Toyota და Honda უდგანან. 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, Toyota Camry-ის გაყიდვები 11.2%-ით გაიზარდა და 260 684 ერთეულს მიაღწია, ხოლო Honda Accord-ის გაყიდვებმა 32.7%-ით იმატა და 145 520 ერთეული შეადგინა.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

მიუხედავად იმისა, რომ SUV-ები და პიკაპები ამერიკაში კვლავ ყველაზე მოთხოვნად სეგმენტად რჩება, სედანების მიმართ ინტერესის მკვეთრმა ზრდამ არსებული პროგნოზები შეცვალა. ამ ტენდენციის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჰიბრიდული მოდელებია. Toyota-ს გაყიდვების ლიდერი კვლავ Camry გახდა, რომელსაც კუდში Corolla-ც მოჰყვა 195 141 გაყიდული ეგზემპლარით (8.4%-იანი ზრდა). საბოლოოდ, Toyota-ს ელექტრიფიცირებული/ჰიბრიდული მოდელების ჯამური გაყიდვები აშშ-ში 28.5%-ით გაიზარდა.

Honda-ს მხარეს ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა Accord-მა აჩვენა. სექტემბერში გაყიდული Accord-ების 44% და Civic-ების 35% სწორედ ჰიბრიდულ ვერსიებზე მოდიოდა. Q3-ში American Honda-ს სედანებისა და ჰეჩბექების გაყიდვები წლიურად 15.6%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მათმა SUV-ებმა და პიკაპებმა მხოლოდ 0.3%-იანი ზრდა აჩვენეს. სედანების ბუმს სხვა ბრენდებიც უერთდებიან: Hyundai Elantra-ს გაყიდვები წლის დასაწყისიდან 18%-ით გაიზარდა, Mazda3-ის — 42.3%-ით, კარგი დრო უდგათ მდიდრულ სედანებსაც, სადაც BMW 3 Series-ის გაყიდვები 51%-ით, ხოლო Lexus IS-ის — 51.7%-ით გაიზარდა.

ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი ფასები და საწვავის ეკონომიაა. Civic-ისა და Accord-ის შეძენა კვლავ შესაძლებელია 30 000 დოლარზე ნაკლებად, რაც ათასობით დოლარით იაფია შესაბამის კომპაქტურ SUV-ებზე, ხოლო მათი ჰიბრიდული ვერსიები საწვავის მაღალ ეკონომიურობას უზრუნველყოფენ სრულ ელექტრომობილზე გადასვლის საჭიროებას, ფაქტობრივად, ანეიტრალებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Toyota Corolla-ს მართვა 11 AI მოდელს დაავალეს — თავი მხოლოდ 1-მა გაართვა
Toyota Corolla-ს მართვა 11 AI მოდელს დაავალეს — თავი მხოლოდ 1-მა გაართვა