სეზონის ისეთი დასასრული, როგორიც WRC-ს ეკადრება!
2026 წლის WRC-ის ბოლო ეტაპზე, Rally Italia Sardegna-ზე, ოლივერ სოლბერგს ტრიუმფამდე სულ 2 მოსახვევი აშორებდა, თუმცა ავტოსპორტის ღმერთებს სულ სხვა, ბევრად სასტიკი მიზანი ჰქონდათ...
ელფინ ევანსი, რომელიც კარიერაში ხუთჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი და ტიტული არაერთხელ ხელიდან გაუსხლტა, 21-ქულიანი უპირატესობით ჩავიდა ფინალზე, თუმცა ბოლო, მე-17 სექციის წინ მისი უპირატესობა სულ რაღაც 1 ქულამდე შემცირდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ბრიტანელი ტიტულს კიდევ ერთხელ კარგავდა, თუმცა ფინიშამდე 2 მოსახვევით ადრე შვედი მრბოლელი გზიდან გადავარდა...
UNBELIEVABLE SCENES IN SARDINIA! ???? Elfyn Evans and Scott Martin claim their maiden title in dramatic fashion! #WRC | #RallyItaliaSardegna ???????? https://t.co/xdV6s5di3X
— FIA World Rally Championship (@OfficialWRC) October 4, 2026
შედეგად, 37 წლის ელფინ ევანსი, კოლინ მაკრეისა და რიჩარდ ბერნსის შემდეგ, 25 წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი გახდა, ვინც WRC-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.