ჯერემი კლარკსონი, კლასიკური ავტომობილები, ჯეიმს მეი, გრანდ ტური, ტრიუმფ სტანგი
Aa
Aa

ჯეიმს მეიმ კლარკსონს მიბაძა | The Grand Tour-ის რომელ ავტომობილს ემშვიდობება მეი?

ჯერემი კლარკსონის შემდეგ, The Grand Tour-ის საფინალო ეპიზოდში გამოჩენილ მოდელს ახლა უკვე ჯეიმს მეიც ემშვიდობება. ლეგენდარული წამყვანი 1974 წლის Triumph Stag MkII-ს ყიდის, რომლის საჭესთანაც ის One for the Road-ის ეპიზოდში ვიხილეთ. კლასიკური ბრიტანული როდსტერი Collecting Cars-ის აუქციონზეა, რომელიც 29 ოქტომბერს დასრულდება.

მეი ამ მოდელს დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ფლობდა, ახლა კი მისთვის ახალი მფლობელის პოვნას ცდილობს. ავტომობილს ქარხნული ძრავა და მექანიკური გადაცემათა კოლოფი უდგას, თუმცა შეძენამდე მყიდველმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ გარბენის სიზუსტე დადასტურებული არაა.

როგორც გითხარით, ეს სწორედ ის მოდელია, რომელიც ლეგენდარული The Grand Tour-ის ფინალში ვიხილეთ და არა მისი შემცვლელი მანქანა. ამ ეპიზოდით კი ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის ერთობლივი სატელევიზიო თავგადასავალიც დასრულდა.

გადაღების შემდეგ ავტომობილი თითქმის სრულად დაუბრუნეს თავდაპირველ მდგომარეობას და წარმოებისთვის განხორციელებული მოდიფიკაციები მოხსნეს. თუმცა ერთი დეტალი მაინც უცვლელი დარჩა: ეს MkI-ვერსიის სპიდომეტრია, მაშინ, როდესაც რეალურად თავად მოდელი უფრო გვიანდელი MkII მოდიფიკაციაა.

როგორც გითხარით, მეი ერთადერთი არაა, რომელიც გადაცემასთან დაკავშირებულ ავტომობილებს ყიდის. ცოტა ხნის წინ The Grand Tour-ში გამოყენებული სამი საკმაოდ ცნობილი ავტომობილი გასაყიდად ჯერემი კლარკსონმაც გამოიტანა და თქვა, რომ მათი მოვლისთვის საკმარისი დრო არ აქვს. ასე რომ, აჯობებს, ისინი მზრუნველი მფლობელის ხელში გადავიდეს.

რაც შეეხება Triumph Stag-ს, ის ბრიტანული როდსტერია, რომლის დიზაინიც ჯოვანი მიკელოტიმ შეიმუშავა. ეს კონკრეტული ეგზემპლარი თავდაპირველად 1974 წლის ოქტომბერში დაარეგისტრირეს. მას ქარხნული სპეციფიკაციის 3-ლიტრიანი Triumph V8 ძრავა უდგას, რომელიც 4-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა შეწყვილებული. სიმძლავრე კი უკანა ბორბლებს გადაეცემა.

ამ ეტაპზე კლარკსონის ავტომობილის სპიდომეტრზე 134 200 კილომეტრია მითითებული, თუმცა გამყიდველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მონაცემი სიზუსტეს არ ადასტურებს. ბოლოს მოდელს ტექნიკური მომსახურება (აღრიცხული) 2025 წლის ივლისში ჩაუტარდა, როდესაც ის 133 700 კილომეტრს აჩვენებდა.

ავტომობილი ორჯერ აღადგინეს, ბოლოს — წინა მფლობელმა, მანამ, სანამ მეი შეიძენდა. გამყიდველის შეფასებით, ავტომობილის საღებავი ძირითადად კარგ მდგომარეობაშია, თუმცა ძარის ზედაპირის ნაწილში შესწორება მაინც სჭირდება. სალონში კი რამდენიმე დეკორატიული დეტალის შეცვლაც სასურველია და ასაკის კვალი მაინც ეტყობა. Triumph Stag-ს 14-დუიმიანი, ხუთქიმიანი ალუმინის დისკები და Hankook Optimo-ს საბურავები უყენია.

ჯეიმს მეიმ კლარკსონს მიბაძა | The Grand Tour-ის რომელ ავტომობილს ემშვიდობება მეი? — ფოტო 1
ჯეიმს მეიმ კლარკსონს მიბაძა | The Grand Tour-ის რომელ ავტომობილს ემშვიდობება მეი? — ფოტო 2
ჯეიმს მეიმ კლარკსონს მიბაძა | The Grand Tour-ის რომელ ავტომობილს ემშვიდობება მეი? — ფოტო 3
ჯეიმს მეიმ კლარკსონს მიბაძა | The Grand Tour-ის რომელ ავტომობილს ემშვიდობება მეი? — ფოტო 4
ჯეიმს მეიმ კლარკსონს მიბაძა | The Grand Tour-ის რომელ ავტომობილს ემშვიდობება მეი? — ფოტო 5

მიუხედავად ასაკისა და შელამაზების საჭიროებისა, ავტომობილი მაინც ინტერესს იწვევს. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ The Grand Tour-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული ეპიზოდის ნაწილია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჯერემი კლარკსონი The Grand Tour-ის სამ ავტომობილს ყიდის
    ჯერემი კლარკსონი The Grand Tour-ის სამ ავტომობილს ყიდის